• რეკლამა
  • კონტაქტი
01:59, შაბათი, 22 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კვარაცხელია სულ 21 წლისაა, ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს, რაც არაა მისი საქმე“ – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
15:05 07-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,227

„ენმ“-ს წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

„მორიგი უაზრო აჟიოტაჟი ატყდა ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში გამართული პრესკონფერენციის გამო. მისი პასუხი რუსეთიდან წამოსვლის შესახებ იყო სწორი.
როგორც კი მოსკოვის “ლოკომოტივში” გადავიდა, იმ დღიდან ვაკვირდები ამ ბიჭს. მისი თითქმის ყველა თამაში მაქვს ნანახი სხვადასხვა ინტერნეტსტრიმებით, მათ შორის საწვრთნელი შეკრებების დროს ჩატარებული.
რაც შეეხება მის პირად მხარეს: არის ლაღი, ხალისიანი, კარგი იუმორის მქონე, ზომიერი შეფასებებში, ხაზს უსვამს სხვების დამსახურებებს და არ არის ეგოისტრად პატივმოყვარე. გუშინდელ ნახევარსაათიან პრესკონფერენციაზეც გამოჩნდა ეს.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გალანძღა ყოფილი კლუბი, რუსეთი და მისი საქართველოში გადმოსვლა არ აღწერა სამიტინგო პათოსით, ეს მის პიროვნულ ტაქტზე მიუთითებს. რომ არა “რუბინში” გადასვლა, რომ არა მწვრთნელის შეცვლა და სლუცკის (რომელიც მას შვილობილს ეძახის) ხელში მისი ჩავარდნა, შეიძლება დღესაც “ლოკომოტივის” ან “რუბინის” დუბლებში ეხეხა სკამი. ნიჭიერია და ეს ასე არ მოხდებოდა? ბევრი ნიჭიერი გვინახავს დაკარგული.
მინიფეხბურთშიც გვყავადა ნიჭიერი ბავში, ქართველი მარადონა, არქანია იყო გვარად. იცით ახლა სად არის? გსმენიათ რაიმე მის შემდგომ კარიერაზე? მე არა.
კვარაცხელია სულ 21 წლისაა, ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს, რაც არაა მისი საქმე. ის ნაცებსაც უნდა უყვარდეს, ქოცებსაც, ორივე ფლანგის გირჩებსაც და ტიფოზებსაც.
სპორტსმენის საზოგადოებასთან ურთიერთობის იდეალური მაგალითი იყო ზაზა ფაჩულია. მუდამ გუნდურობას და სხვების დამსახურებას უსვამდა ხაზს, კონფლიქტური სიტუაციების კომენტირებისას იყო ჯენტლმენი და ყველანაირად კორექტულ, მათ შორის პოლიტკორექტულ შეფასებებს აკეთებდა( ძირითადად, ამერიკული აუდიტორიისათვის). თავის დროზე ეს დავწერე კიდევაც. ვიღაცამ მაშინ დამიკომენტარა, დედა უწერს განცხადების ტექსტებსო:)). არაა ეს ასე რა თქმა უნდა. ალბათ არ სჯეროდათ, რომ ეს პატარა ბიჭი ასეთი გონიერი და თავმდაბალი იყო. ხვიჩაც პატარაა.
რაც შეეხება გუშინდელ ინტერვიუს, იტალიურად ცუდად რომ ითარგმნებოდა მეც კი მივხვდი, ამ ენის არმცოდნემ. ალბათ არ იყო ადვილი იტალიაში სპორტის მცოდნე ქართველი თარჯიმნის მოძებნა. ასეთი კურიოზული შემთხვევაც იყო: ჟურნალისტი ეკითხება, რას იტყვით იმაზე, რომ თქვენ “კვარადონას” გეძახიან, მოგწონთ თუ არაო. თარჯიმანმა უთარგმა და მერე წასჩურჩულა, რომ იცოდეთ, დონა იტალიურად ქალს ნიშნავსო. სინამდვილეში “კვარაქალოს” კი არა მარადონას ადარებდნენ. ხვიჩამ რა თქმა უნდა, სწორი პასუხი გასცა და “გაატარა” თარჯიმნის “წახმარება”:))
მოკლედ რომ ვთქვათ, ყველამ თავისი საქმე აკეთოს. საქართველოს “კვარა” ყველაზე უკეთ გააცნობს იტალიელებს, ისევე როგორც ჩვენი რაგბისტების მეშვეობით ფრანგები უფრო მეტს გებულობენ, ვიდრე მთელი პოლიტიკოსების თუ არაპოლიტიკოსების მეშვეობით.
ბილოთქმა: სპორტის დიდი მოყვარული ვარ და ფეხბურთსაც კარგად ვთამაშობდი. 9 ნომერი ვიყავი, სლავა მეტრეველის და ვოვა გუცაევის მსგავსად:))
სხვათაშორის, მე და ვოვა ერთ საფეხბურთო გუნდში ვთამაშობდით…პარლამენტში. ორჯერ მყავს მოტყუებული.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს
ახალი ამბები

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს

17:41 11-21-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
ახალი ამბები

Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე

11:30 11-21-2025
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
ახალი ამბები

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025

08:00 11-21-2025
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved