• რეკლამა
  • კონტაქტი
15:10, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კურტ ზუმას კატები ჩამოართვეს – Adidas-ი ცხოველთმოძულე ფეხბურთელთან კონტრაქტს წყვეტს

ალია ავტორი - ალია
14:14 02-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

“ვესტ ჰემისა” და საფრანგეთის ნაკრების 27 წლის მცველმა კურტ ზუმამ სახლში კატა აწვალა, რაც მისმა უმცროსმა ძმამ, იონ ზუმამ გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. ამან მთელი ბრიტანეთი აღაშფოთა და ფეხბურთელის მკაცრად დასჯას ითხოვენ.
“ვესტ ჰემის” “უოტფორდთან” მატჩისას ზუმა წაიქცა და დაშავდა, მეტოქე გუნდის ფანებმა კი სიმღერა დაიწყეს: “კატას რომ სცემდი, როგორი იყო”.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ საქველმოქმედო ორგანიზაციამ “ცხოველეთა მიმართ სასტიკი მოპყრობის აღკვეთის სამეფო საზოგადოება” (RSPCA) ზუმას კატები ჩამოართვა და მომხდარის შესახებ ესექსის სამეფოს პოლიციას შეატყობინა.

“ორივე კატაზე ამჟამად ჩვენი ორგანიზაცია ზრუნავს”, – აღნიშნა RSPCA-ს წარმომადგენელმა.

როგორც BBC წერს, ვესტ ჰემ იუნაიტედში აცხადებენ, რომ მათ ზუმა დააჯარიმეს და ამ თანხას ცხოველების უფლებადამცველ საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხავენ.

“ჩვენ მას მაქსიმალური ოდენობის თანხა დავაკისრეთ, რაც შესაძლებელი იყო”, – აცხადებენ კლუბში.

ამასთან, სპორტულმა ბრენდმა, Adidas-მა 27 წლის ფეხბურთელთან თანამშრომლობის შეწყვეტის თაობაზე გაავცელა განცხადება.

“დავასრულეთ ჩვენი მოკვლევა და შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კურტ ზუმას ჩვენთან აღარ ექნება კონტრაქტი”, – აცხადებენ კომპანიაში.

ფეხბურთელის საქციელის გამო არაერთი პრობლემა შეექმნა მის კლუბსაც – უესტ ჰემის სპონსორმა, Experience Kissimmee-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მომხდარის გამო, კულბთან საქმიან გარიგებას შეწყვეტს, რაც უკვე გააკეთა უესტ ჰემის კიდევ ერთმა სპონსორმა, Vitality-მ. 

“ბიბისის” ცნობით, 150 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი ონლაინ პეტიციას ზუმას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved