• რეკლამა
  • კონტაქტი
07:58, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კურორტი „საირმე“ და „ევექსი ჰოსპიტლები“ ევროპის სპების ასოციაციის ჯილდოს მფლობელები გახდნენ

ალია ავტორი - ალია
16:14 12-17-2021
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

ევროპის სპა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ კონკურში „საირმის სპა ცენტრისა“ და „ევექსი ჰოსპიტლების“ კოვიდის შემდგომმა სარეაბილიტაციო პროგრამამ გაიმარჯვა.

„კურორტმა საირმემ“ და „ევექსი ჰოსპიტლებმა“ ნომინაციაში „ინოვაციური სამედიცინო სპა“ გამარჯვება 20 ევროპული ქვეყნის 100-მდე სპას შორის მოიპოვეს. ოფიციალური დაჯილდოება ხორვატიაში გაიმართა, სადაც ევროპის სპა და სამედიცინო ტურიზმის სფეროში მომუშავე ასზე მეტი ექსპერტი შეიკრიბა.

კურორტ საირმეში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ევროპის სპა ასოციაციის წევრებმა  პროგრამის შესახებ ისაუბრეს და კურორტ საირმისა და ევექსი ჰოსპიტლების წარმომადგენლებს ჯილდო გადასცეს. პრესკონფერენციაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გერმანულ ტურ-ოპერატორს „FIT Reisen“-სა და „საირმეს“ შორის. შეხვედრას ტურიზმის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მონაწილეებს მიმართა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

„მივესალმები საირმეს ევროპის სპა ასოციაციის ქსელში. აღსანიშნავია ის, რომ აქ მინერალურ და თერმულ წყლებთან ერთად ბუნებაც გამორჩეულია. ჩვენ კოვიდ ეპოქაში ვცხოვრობთ და შესაბამისად, ინოვაციური სამედიცინო სპას ნომინაციაში გამარჯვება საირმემ და ევექსი ჰოსპიტლებმა ერთხმად მოიპოვეს. მათ ერთობლივ პროგრამაში მნიშვნელოვანი იყო კლინიკური და ბალნეოლოგიური სექტორის ერთობლიობა პოსტ კოვიდ გართულებების სამკურნალოდ. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ მნიშვნელოვან ჯილდოს,“ ჩილა მეზოს, ევროპის სპა ასოციაციის გენერალური მდივანი.

„პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ჯანმრთელობის მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ კავკასიის მედიცინის ცენტრთან ერთად დავიწყეთ კოვიდის შემდგომი სარეაბილიტაციო პროგრამა. სამედიცინო შემოწმებასთან ერთად, პროგრამა ძალების აღდგენისა და გაჯანსაღებისთვის, ბალნეოლოგიურ პროცედურებსაც მოიცავს. სწორედ ეს ინოვაცია – პოსტკოვიდური მდგომარეობის დასაძლევად ჰოსპიტალური და ბალნეოლოგიური სექტორის ერთობლიობა  გახდა საინტერესო ევროპის სპა ასოციაციისთვის და 20 ევროპულ ქვეყანას შორის არჩევანი ჩვენზე შეაჩერეს. მიღებული ჯილდო ძალიან  საპასუხიმგებლოა ჩვენთვის და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით შემდგომი განვითარებისთვის,“ მაია სანიკიძე, „კურორტი საირმე“-ს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

No description available.

„როგორც კვლევებმა გვაჩვენა, პოსტ კოვიდ გართულებების სამკურნალოდ მხოლოდ მედიკამენტოზური ჩარევა არ არის საკმარისი. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის შემოწმების პაკეტი შევთავაზეთ, რომელიც საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნა. პაკეტი გულისხმობს როგორც სხვადასხვა კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს, ასევე სარეაბილიტაციო პროგრამას. საამაყოა, რომ ჩვენმა პროგრამამ ჯილდო სწორედ ინოვაციების ნაწილში მიიღო“ – ანრი კაპანაძე, “ევექსი ჰოსპიტლების” საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორი.

ESPA Innovation Awards-ის მთავარი მიზანი იმ სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიმართულებების სასტუმროების გამოვლენაა, რომლებმაც შეიმუშავეს ახალი, გამორჩეული და ეფექტური მიდგომები ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.  

კურორტის შესახებ

კურორტი “საირმე” მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე.  “საირმე” არის ერთადერთი კურორტი საქართველოში, სადაც 5 სხვადასხვა სამკურნალო თვისების მინერალური სასმელი წყარო და 1 თერმული მინერალური წყალი ამოედინება, რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. ახალი კურორტის “საირმე” რეაბილიტაციის პროექტის შემდეგ  კომპლექსში წარმოდგენილია 3 სასტუმრო, 342 ნომრით, სადაც ერთდროულად 1000-მდე ადამიანის განთავსების შესაძლებლობაა. რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა საირმის ლანდშაფტის მოდერნიზებაც, ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო და საკვები ობიექტების მოსაწყობად.

კურორტი საირმე – თერმული სპა და  გამაჯანსაღებელი ცენტრი

კურორტის თერმული სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი  სტუმრებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სამკურნალო, გამაჯანსაღებელ და ესთეტიურ პროცედურებს. სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ჰიდროპროცედურების ნაირსახეობებით, როგორიცაა:  წყალქვეშა მასაჟი, შარკოს შხაპი, მინერალური წყლის აბაზანები ექსტრაქტებით და ექსტრაქტების გარეშე, ოზონირებული მინერალური წყლის აბაზანა, მარგალიტოვანი აბაზანა, ზედა და ქვედა კიდურების ჰიდროჭავლური აბაზანა, სხვადასხვა ტიპის გამორეცხვები. ყველა ჰიდრო პროცედურა ტარდება თერმული მინერალური წყლით, რომლის ბუნებრივი ტემპერატურა მერყეობს 41-43 გრადუსამდე და მისი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ეფექტი დადასტურებულია მრავალწლიანი გამოცდილებით.

გარდა ჰიდრო პროცედურებისა, თერმული სპასა და გამაჯანსაღებელი ცენტრისა, „საირმე“ სტუმრებს სთავაზობს ისეთი ტიპის პროცედურებს და სერვისებს როგორიცაა: ჰალოთერაპია, სხვადასხვა ტიპის მასაჟი (გამაჯანსაღებელი, სარელაქსაციო, ანტისტრესული, ანტიცელულიტური) მანუალური თერაპია, პილინგი, ღია და დახურული თერმული აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი და ორთქლის საუნა. კურორტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ღია და დახურული აუზები რომლებიც ასევე ივსება სამკურნალო თერმული წყლით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved