• რეკლამა
  • კონტაქტი
00:12, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კურიერის თქმით, პოლიციამ უკანონოდ დააკავა და დამცირების მიზნით ტანსაცმელი გაახდევინა

ალია ავტორი - ალია
11:39 12-18-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,072

მოქალაქე ირაკლი მილაძე, რომელიც გლოვოში მუშაობს კურიერად, აცხადებს, რომ პოლიციამ უკანონდ დააკვა, დაამცირა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იმის გამო, რომ მან ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თბილისის მერ კახა კალაძეს და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეაგინა.

5 დეკემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში მილაძე პოლიციასაც აგინებს კურიერებისთვის დაწერილი მისი აზრით, უსამართლო ჯარიმების გამო.

მილაძე ტვ თანამგზავრთან და ფორმულსთან საუბრობს, რომ პოლიციელები მას ანგარიშსწორების მიზნით თავდაპირველად სახლთან ელოდებოდნენ, შემდეგ კი მის მოტოციკლეტს გაყვნენ დაკავების მიზნით.

“12 საათზე გამოვედი სახლიდან მოტოციკლეტით ვიყავი და დიდი დიღმის მიმართულებით წავედი.

…რამდენიმე წუთში იმ მანქანიდან, რომელიც ჩემს სახლთან იყო, გადმოდის რამდენიმე უფორმო ადამიანი. მომთხოვეს საბუთები, მივეცი პირადობა და ჩემი იდენტიფიცირება მოხდა. ამის შემდეგ მთხოვეს, რომ ჩაფხუტი მომეხსნა და მანქანაში დავმჯდარიყავი. წამიყვანეს დიღმის სამმართველოში. იქ მომთხოვეს რომ ტანაცმელი გამეხადა და ტრუსების ამარა ვიდექი და ვიდეოც გადამიღეს. იქაც მაგინებდნენ. რამდენიმე საათში ზაჰესში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს ე.წ. კაპეზეზე. რეალურად ეს ანგარიშსწორება იყო იმიტომ, რომ მე ღარიბაშვილის და კალაძის მისამართით შევიგინე”, – აცხადებს მილაძე ტვ თანამგზვრთან.

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანა ფორმულამ გაავრცელა ანონსი მილაძის თაობაზე მომზადებული სიუჟეტის შესახებ, განცხადება გამოაქვეყნა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც.

უწყების თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ირაკლი მილაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

“2022 წლის 12 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ირაკლი მილაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. ამის შემდეგ კი იგი მოთავსებული იქნა შსს ქ. თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მან დაკავების შემდგომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით პრეტენზია დააფიქსირა. 2022 წლის 13 დეკემბერს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი დროებითი მოთავსების იზოლატორში გასაუბრების მიზნით ირაკლი მილაძეს შეხვდა, თუმცა მან ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათ შორის საგამოძიებო ორგანო სწავლობს დაკავებული მოქალაქის გადაადგილების მარშუტს, დაკავების გარემოებებს და აიდინტიფიცირებს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტების ამსახველ ვიდეო კამერის ჩანაწერებს. მიმდინარე გამოძიების პერიოდში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოქალაქე ირაკლი მილაძის ჩართულობას სისხლის სამართლის საქმეში სრულად უზრუნევლყოფს და საქმის ყველა მასალას გააცნობს. გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას დამატებით მივაწვდით”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მილაძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ ის არ ენდობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved