უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის განცხადებით, კუნძულ „ზმეინიზე“ დაკავებული 30 ჯარისკაცი რუსების ტყვეობიდან გათავისუფლდა.
დმიტრო ლუბინეცმა დაადასტურა, რომ კუნძულ „ზმეინიზე“ დაკავებული 30 სამხედრო უკვე უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ტყვეობაში მყოფი ჯარისკაცების გასათავისუფლებლად მუშაობას აგრძელებს.
კომენტარები