• რეკლამა
  • კონტაქტი
03:35, პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში 70-მდე დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ალია ავტორი - ალია
16:11 01-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს და მიმართვას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საერთო ჯამში, აღნიშნულ დაწესებულებებში საშტატო ცვლილებების შედეგად 70-მდე დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა.

ორგანიზაციის ინფორმაციითვე, უფლებადარღვეული დასაქმებულების ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოში დაიცავს:

“კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური საშტატო ცვლილებები დაიწყო, რამაც საბოლოოდ საკადრო წმენდის სახე მიიღო.

ეს პროცესი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეროვნულ მუზეუმსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

ეროვნულ მუზეუმსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში რეორგანიზაციის შედეგად 30-მდე თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. პროცესმა არა მხოლოდ ხელმძღვანელობისთვის არასასურველი კადრების ჩამოშორების სახე მიიღო, არამედ გამოაჩინა ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებების მიზანი სამუზეუმო სფეროს კონტროლი და ცენზურაა.

დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებით, დასაქმებულები თანამდებობიდან გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს ან ხელმძღვანელი პოზიციებიდან სხვადასხვა დაბალ პოზიციაზე გადაიყვანეს. რეორგანიზაცია ჩატარდა ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

საერთო ჯამში, აღნიშნულ დაწესებულებებში საშტატო ცვლილებების შედეგად 70-მდე დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა.

მიგვაჩნია, რომ კულტურის სამინისტრო ახორციელებს საკადრო წმენდას განსხვავებული მოსაზრებების გამო.

რეორგანიზაციის ფარგლებში დასაქმებულები ფასდებიან არა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის, არამედ მათი განსხვავებული მოსაზრებების, საჯარო პოზიციებისა და პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე, რაც ცალსახად წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომითი უფლებების უხეშ დარღვევას.

უფლებადარღვეული დასაქმებულების ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოში დაიცავს”, – აღნიშნულია “სოციალური სამართლიანობის” ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved