• რეკლამა
  • კონტაქტი
12:10, პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კულტურის სამინისტროდან გაშვებული თანამშრომლების დასახმარებლად “დროა” და “ლელო” წინააღმდეგობის მოძრაობას ქმნიან

ალია ავტორი - ალია
17:02 01-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

კულტურის სამინისტროდან გაშვებული თანამშრომლების დასახმარებლად და კულტურის სფეროს  გადასარჩენად პარტია “დროა” და “ლელო” წინააღმდეგობის მოძრაობას ქმნიან და განცხადებას ავრცელებენ. 

“კულტურის სფეროში, უკანასკნელ პერიოდში, განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ხელისუფლების მხრიდან დაწყებულია სახელოვნებო სფეროზე კონტროლის დამყარების მიზანმიმართული პროცესები. ნათელია, რომ კულტურის სამინისტროს გეგმებში, სამწუხაროდ, არ შედის შემოქმედებითი ინსტიტუციების და დარგების განვითარება და გაძლიერება, არამედ პირიქით, მათი დასუსტება, დაშლა, პროფესიონალი კადრების დისკრედიტაცია, დაშინება, შემოქმედებითი პროცესებიდან ჩამოშორება, საკადრო წმენდის, გაუმჭვირვალე რეორგანიზაციებისა და კონკურსების გზით.  ამას ემატება სრულიად არაადეკვატური დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის მიმართ – გულგრილობა, საჯაროობის ნაკლებობა, არაკომპეტენტურობა, თანხების არამიზნობრივი ხარჯვა – რასაც ეწირება გელათის მთავარი ტაძარი, ხელოვნების მუზეუმი და არაერთი სხვა ძეგლი.

ჩვენ, პარტია დროა და პარტია ლელო სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა პროფესიონალს, ვინც საკადრო წმენდის უსამართლო პროცესებს შეეწირა და დავიცავთ თითოეული მათგანის უფლებებს ყველა შესაძლო გზით. ამავდროულად, შემუშავების პროცესშია რეპრესიული სისტემის მხილების სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, კულტურის სამინისტროს იძულებას, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების ფარგლებში, პასუხი გასცეს მის მიერ დანაშაულებრივ და უკანონო გადაწყვეტილებებზე არსებულ ყველა კითხვას.

საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიების ინფორმირებით, არასამთავრობო სექტორთან და უფლებადამცველ  ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შევეცდებით, ყველაზე დახურულ და გაუმჭვირვალე სისტემაში რეპრესიული პროცესების შეჩერებას და საზოგადოების ინფორმირებას ყველა ეტაპზე.

შეუძლებელია, ქვეყანაში, დემოკრატიული გარემოს არქონის პირობებში, შემუშავდეს კულტურის განვითარების კონკრეტული ხედვა, რადგან კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება სრულად არის დამოკიდებული თავისუფალი შემოქმედებითი პროცესის არსებობაზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, რისი მოგუდვის მცდელობის თვითმხილველებიც ვართ უკანასკნელი წლების განმავლობაში.

პარტიების, „ლელო საქართველოსთვის“ და „დროა“, ლიდერები პარასკევს, 14:00 საათზე, კულტურის სამინისტროსთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან და კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიმართ სრულ მხარდაჭერას და საკუთარ პოზიციას მიმდინარე რეპრესიულ მოვლენებთან დაკავშირებით,” – ნათქვმია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved