ხანძარი იყო გვიან ღამით კრწანისში, რასაც საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევა მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად მიტოვებულ შენობას გაუჩნდა და გვერდით მდებარე შენობაზე გადავიდა.
შემთხვევა ვერცხლის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადებმა იმუშავეს. 5-მდე ოჯახი ამ დრომდე საფრთხის ქვეშაა. ადგილზე არ გამოჩენილან თბილისის მერიის წარმომადგენლები.
კომენტარები