• რეკლამა
  • კონტაქტი
09:48, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კრიზისიდან გამოსვლის გარანტი – „ლელოს მოდელი“ და საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორები ეკონომიკის სფეროში

ალია ავტორი - ალია
19:45 08-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

„ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს მიმართა და განაცხადა, რომ ის და მისი მეგობრები ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში გეგმავენ და ავითარებენ ეკონომიკებს – კრიზისიდან გამოიყვანენ საქართველოს და შექმნიან ძლიერ, ეროვნული ეკონომიკის მქონე ქვეყანას.

„30 წლის წინ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მიერ წამოწყებულმა ეროვნულმა მოძრაობამ ჩვენს ქვეყანას მოუტანა ნანატრი თავისუფლება. მე სხვებთან ერთად პატივი მერგო და ხელი მოვაწერე დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

დღეს 30 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ისევ გვიწევს საუბარი საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე და ევროპული ღირებულებების მნიშვნელობაზე. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანა ისევ ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია და ადამიანებს ძალიან უჭირთ, უჭირთ ისე, როგოც არასდროს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პოლიტიკაში დაბრუნება და დარწმუნებით ვამბობ, რომ საბურთალოს საარჩევნო ოლქში, ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად, დავიწყებ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას და ქვეყნის კეთილდღეობის შექმნას.

ჩემი განვლილი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში მომიწია საქმიანობა, ვიყავი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ახალგაზრდებს ვუკითხავდი ლექციებს ფსიქოლოგიაში. ვიყავი დემოკრატიულად არჩეული პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი.

ამის შემდეგ წამოვიწყე რამდენიმე წარმატებული საქმე. დავაფუძნეთ საერთაშორისო კომპანიები, რითაც ჩვენი ქვეყნის სახელი გავიტანეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ. აქედან გამომდინარე, კარგად ვიცი წარმატებული სისტემის შექმნის პროცესში ადამიანის როლიც და მისი მნიშვნელობაც, რადგან 30 წლის განმავლობაში შექმნილი გვაქვს ათასობით სამუშაო ადგილი.

თუმცა, დღეს არ ვისაუბრებ წარსულზე. დადგა დრო, ერთად ვიფიქროთ მომავალზე და მხოლოდ მომავალზე: დღეს აქ, საქართველოს სულიერ დედაქალაქში უნდა გადავწყვიტოთ ახალი დღე საქართველოსთვის, დავსახოთ სწორი მიზნები ქვეყნისთვის, ერთმანეთისთვის და ვიმოძრაოთ საერთო ევროპული სახლისაკენ.

ჩემი მიზანია, ხელი შევუწყოთ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ურთიერთდაპირისპირების, შუღლის და აგრესიის დასრულებას. ქვეყანაში უნდა დასრულდეს ტოტალური არაკომპეტენტურობა, ნეპოტიზმი და კორუფცია.

მჯერა, ჩვენ ერთად გადავტეხავთ კრიზისს ქვეყანაში. ჩვენ ვისაც გვაერთიანებს და გვაახლოებს ევროპული ღირებულებები, ვისაც შეგვიძლია უწყვეტი სწრაფვა განვითარებისკენ, განახლებისკენ და ახლის შექმნისკენ.

„ლელო“ თქვენთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ააშენებს ახალ საქართველოს: სადაც დაუშვებელი იქნება სიყალბე, დაცული იქნება ადამიანის ღირსება, დამკვიდრდება ქცევის მაღალი კულტურა და ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა.

რაც მთავარია, მე და ჩემი მეგობრები გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში გეგმავენ და ავითარებენ ეკონომიკებს – ჩვენ კრიზისიდან გამოვიყვანთ საქართველოს და შევქმნით ძლიერ, ეროვნული ეკონომიკის მქონე ქვეყანას.

ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, გაცნობიერებული მაქვს, რომ გამარჯვება მიიღწევა მხოლოდ თავისუფლებისკენ სწრაფვის, თავდადებული შრომისა და გულწრფელი პარტნიორობის ხარჯზე.

დღეს 12 აგვისტოა. თითქმის 9 საუკუნის წინ საქართველომ თავისი გმირული ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ. 9 საუკუნის წინ ჩვენმა ქვეყანამ ევროპული არჩევანი გააკეთა. დღესაც ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ. 31 ოქტომბერს ჩვენ ეს არჩევანი საბოლოოდ უნდა გავამყაროთ და ნათლად დავანახოთ ყველას – მათ შორის ჩვენს მეგობრებს და მტრებს, რომ აქ, ამ ქვეყანაში, თავისუფლების მოყვარული, შრომისმოყვარე და ამაყი ევროპელი ხალხი ცხოვრობს.
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ,“-განაცახადა ბადრი ჯაფარიძემ.

თეგები: ბადრი ჯაფარიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved