თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,კრისტალ ჯგუფის” მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატები მის 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და მას პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა ვლადიმერ სტეფანიანს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებს ედავება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ვლადიმერ სტეფანიანს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება














კომენტარები