• რეკლამა
  • კონტაქტი
22:46, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კრიმინალი ჩიგოგიძის გარეშე ჩოხატაურში არაფერი ხდება, ფულის საჭრელ მანქანად აქციეს პოლიტიკა” – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
18:38 09-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,332

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, ჩოხატაურში ჩასვლამდე, ადგილზე მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა:

“დღეს რაც მოხდა ჩოხატაურში, რაც ხდება ქცეყანაში – არაფერია, თუ არა ხელისუფლების შიში და ამის საპასუხოდ ხალხის შეშინების მცდელობა: არ გქონდეს განსხვავებული აზრი, თორემ პარტაქტივი გცემს…

ჩოხატაურში არის ერთადერთი სკვერი, რომლის გაყიდვაც ადგილობრივ საკრებულოს გადაუწყვეტია,
ყველამ იცის, მაჟორიტარი ჩიგოგიძის გარეშე მანდ არაფერი ხდება.
პოლიტიკა ბიზნესის კეთების, ფულის საჭრელ მანქანად აქციეს, კანონი და ქვეყანა მოირგეს, ხვალ დაჯდება პარლამენტში ბატონი ჩიგოგიძე და კონსტიტუციაზე და პრეზიდენტის მიერ მის დარღვევაზე იმსჯელებს, ეს არის ხალხის დაცინვა ხელისუფლების მხრიდან, ხოლო მათთან ერთად ამ ეტაპზე მაინც პარლამენტში ჯდომა და ამ ხალხისთვის ხელის ჩამორთმევა, ხალხის დაცინვაა, ოპოზიციის მხრიდან…
უბრალოდ, დათო მჟავანაძეს და მასსავით მართალ, მებრძოლ და იდეის ერთგულ ადამიანებს არც მუშტი აშინებს და არც მუქარა, სიმართლეა ის ძალა, რაც აუცილებლად დაამარცხებს და აღარ დაუშვებს უსამართლობასა და ძალმომრეობას….”

მოგვიანებით, ნიკა მელია ჩოხატაურში ჩავიდა. “ნაიცონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნაცემ თანამებრძოლებს შეხვდა. მელია პოლიციისგან პასუხებს ითხოვს, რატომ არ მოქმედებენ  სამართალდამცველები და რატომ არიან ხელშეუხებლები ძალადობაში მხილებული საჯარო მოხელეები, გარდა ამისა, იგი ქართული ოცნების დეპუტატს, ვასილ ჩიგოგიძეს კრიმინალს უწოდებს და ამბობს, რომ პარლამენტში, ასეთ კრიმინალებთან ერთად ყოფნა შეურაცხყოფაა მისთვის.

ნიკა მელია ამბობს, რომ იმაში, რაც ჩოხატაურში მოხდა “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა.

ახლა ჩვენ აქ ჩამოვედით იმისთვის, რომ პასუხი მოვთხოვოთ აი, პოლიციის უფროსს, რას აპირებს? აპირებთ ამ ადამიანის დაკავებას? სულ რაღაც 20 წუთი გჭირდებათ. მე რომ გამეკეთებინა იგივე, ხომ ვიქნებოდი აქამდე დაკავებული? რას ელოდებიან? ფულს აკეთებენ, ფულს იპარავენ, თანაც ისე უნდათ ამ ფულის მოპარვა და კეთება, რომ არ უნდათ, რომ ვინმემ გააპროტესტოს და ის, რაც ჩვენ ვიხილეთ დღეს ჩოხატაური, ეს არის შიშის სინდრომი, ეს არის შიშისგან გამოწვეული ქმედება და საპასუხო მცდელობა, რომ შიშით დათგრუნონ საზოგადოება. ზეგ პარლამენტის სხდომაა, პარლამენტი იწყებს საქმიანობას. ბატონი ჩიგოგიძე ახლა გამოცხადდება ნოტარიალურ კანტორაში ე.წ. პარლამენტში და სხვა და სხვა ღილაკებს ხელს მიაჭერს, მათ შორის, ე.წ. არა რუსული ტიპის კანონებს და იქვე უნდა იყოს ოპოზიციაც და მინიმუმ, თავის დახრით უნდა მიესალმონ ამ კრიმინალს? ესეც ჩემთვის არის შეურაცხყოფა, შეუძლებელია კრიმინალთან იყო ერთ სივრცეში, – ამბობს ნიკა მელია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს “ოცნების” პარტაქტივმა დღეს ენმ-სწევრები სცემა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს თავს იმ დროს დაესხნენ, როცა ისინი ნოდარ დუმბაძის სკვერსი გასხვისებას აპროტესტებდნენ და სპეციალურ ბუკლეტებს არიგებდნენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 2021 წელს, ნიკა მელიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა. როგორც მელიამ განაცხადა, ვასილ ჩიგოგიძე მას პირდებოდა, რომ კენჭისყრაზე მისი იმუნიტეტის შეჩერებას ხმას არ მისცემდა. ამასთან, როგორც მელია აცხადებს, ვასილ ჩიგოგიძეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან უნდა ეყარა კენჭი, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა.

თეგები: ვასილ ჩიგოგიძენიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved