• რეკლამა
  • კონტაქტი
00:17, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კრიმინალები მის სახელს მთელი დღე ყვირიან.. მთავრობა რაღაცას მალავს“ – ლუდმილა დენისოვა

ალია ავტორი - ალია
15:40 11-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
178

უკრაინის სახალხო დამცველი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება არ მიეცა, აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რაღაცას მალავს. ლუდმილა დენისოვას თქმით, სააკაშვილი თითქმის სამი დღეა საწოლიდან ვერ დგება და ძალიან განიცდის იმ პროცესებს, რომლებიც მის გარშემო ვითარდება.

„როგორც გავიგე, ამიერიდან მხოლოდ ახლობლებს, ადვოკატებსა და ჩვენს უკრაინელ კონსულს დაუშვებენ. დღეს მასთან ადვოკატი იყო, რომელმაც მიხეილისგან წერილი გადმომცა. ის წერს, რომ დაწესებულება, სადაც ახლა ის იმყოფება არ არის საავადმყოფო. კლინიკაში აპარატურა არის, მაგრამ ის არაა მულტიპროფილური. კრიმინალები მის სახელს მთელი დღე ყვირიან. სააკაშვილი, ასევე, წერს, რომ დღეს უკვე მესამედ არ მიეცა საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება. ის რჩება უკრაინის ერთგულ მოქალაქედ და ძალიან განიცდის იმ პროცესებს, რომელიც ახლა იქ ვითარდება”, — განაცხადა დენისოვამ ჟურნალისტებთან.

სახალხო დამცველს წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი თითქმის სამი დღეა საწოლიდან ვერ დგება. წნევა ძალიან დაბლიდან რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე ხტება. კალიუმი ერთ მომენტში 2,6-მდე დაეცა.

“ამის შემდეგ მისმა ექიმმა ის წამლებით დაასტაბილურა, მაგრამ რადგან ექიმის შემოშვება შეწყვიტეს, მანამც წამლების მიღება შეაჩერა. სახელმწიფო რაღაცას მალავს”, — აცხადებს დენისოვა.

ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ მას უფლებამოსილება უკრაინის პარლამენტის მიერ აქვს მინიჭებული და მანდატი უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეზე ვრცელდება, განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.

“იქედან გამომდინარე რომ უფლებამოსილება უკრაინის პარლამენტის მიერ მაქვს მონიჭებული, ჩემი მანდატი უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეზე  ვრცელდება, განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა. გამომდინარე იქედან რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულება ვერ შევძელი, დასკვნები იმ ადამიანების ნათქვამიდან გამომაქვს რომლებსაც მასთან უშვებენ. აქედან გამომდინარე ვაცხადებ რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევასთან გვაქვს საქმე. ამასთანავე ვაცხადებ რომ შეფასების დროს შემიძლია გამოვიყენო ის საერთაშორისო სამართლის ნორმები რომლებიც როგორც უკრაინას ასევე საქართველოს აქვთ რატიფიცირებული”, – აღნიშნა ლუდმილა დენისოვამ.  

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved