• რეკლამა
  • კონტაქტი
00:33, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კრემლში ინფორმაციის დამალვის ახალ ხერხს მიაგნეს

ალია ავტორი - ალია
13:26 12-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, „როსრეესტრმა“ გააქრო ინფორმაცია იმ უძრავი ქონების მფლობელების შესახებ, რომლებიც რუსული სპეცსამსახურების სავარაუდო თანამშრომლები არიან და მათი კვალი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეში იკვეთება. „რადიო თავისუფლების“ რუსული ბიურო ამ ინფორმაციას ნავალნის გუნდის მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე დაყრდნობით წერს.

„როსრეესტრი“ უძრავი ქონების მონაცემთა ერთიანი ბაზაა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. როგორც ნავალნის გუნდის გამოძიებაშია ნათქვამი, „როსრეესტრიდან“ წაშლილია ჩანაწერები ოლეგ ტაიაკინის ბინის შესახებ, რომელსაც „მომწავმლელთა ჯგუფის“ ერთ-ერთ საკვანძო მონაწილედ მიიჩნევენ. ასევე, „როსრეესტრიდან“ გამქრალია ინფორმაცია ბინის და პოდმოსკოვიეში მდებარე მიწის ნაკვეთის შესახებ, რომელიც ფსბ-ს სპეციალური ტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელს, ვლადიმირ ბოგდანოვს ეკუთვნის. არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ ის ხელმძღვანელობდა მომწამვლელებს. ასევე, რუსული რეესტრიდან Bellingcat-ის მიერ რამდენიმე თვის წინ ჩატარებული გამოძიებაში ნახსენები პირებიც გააქრეს.

როგორც ირკვევა, პარალელურად, „როსრეესტრმა“ სხვა და სხვა რუსი ჩინოვნიკის და საჯარო პირის მონაცემებიც გაასაიდუმლოვა. როგორც ჩანს, პუტინთან დაახლოებულმა პირებმა და მათ, ვინც შეიძლება სხვა და სხვა დანაშაულში იყოს მხილებული, იპოვეს გზა, თუ როგორ დაემალონ დამოუკიდებელ რუსულ მედიას და უცხოელ გამომძიებელ-ჟურნალისტებს. „თვალსაჩინოა, რომ როსრეესტრიდან საკუთარი თავის გაქრობის სერვისი განუსაზღვრელი რაოდენობის ჩინოვნიკებმა, მათმა ნათესავებმა, მეგობრებმა და ახლობლებმა მიიღეს.“-წერენ გამოძიების ავტორები. ნავალნის თანაგუნდელები თვლიან, რომ ეს ფაქტი იმას ადასტურებს , რომ „რუსეთში ნამდვილად არსებობს ფსბ-ს ჯგუფი, რომელიც პოლიტიკური მკვლელობებით და სასამართლოს მიღმა გასამართლებით არის დაკავებული.“

ალექსეი ნავალნი, როგორც მისი თანაგუნდელები ამტკიცებენ და რაც ასევე ავტორიტეტულმა დასავლურმა ლაბორატორიებმა დაამტკიცეს, რუსეთის ტერიტორიაზე 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. ის სიკვდილს გადაურჩა და გერმანიაში ჩატარებული მკურნალობის შემდეგ რუსეთში დაბრუნდა. Bellingcat-ის და რამდენიმე დასავლური მედია ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ რუსი ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობა ფსბ-ს თანამშრომლების მიერ იყო მოწყობილი. მანამდე კი, ნავალნის თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ. მიუხედავად ამ ინფორმაციისა, რუსეთში ამ დრომდე მისი მოწამვლის საქმის გამოძიება არ დაუწყიათ. კრემლში აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი რუსეთის ტერიტორიაზე არავის მოუწამლავს. უფრო მეტიც, რუსეთში დაბრუნების შემდეგ ნავალნი ციხეში აღმოჩნდა, ხოლო მისი ორგანიზაცია ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს და საქმიანობა აუკრძალეს.

ნინო რამიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved