მოსკოვში მეშჩანსკის სასამართლომ რუს ოპოზიციონერი, კრემლის კრიტიკოსი ილია იაშინი დამნაშავედ ცნო რუსეთის შეარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციების გავრცელებაში. მოსამართლემ მას 8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
იაშინმა სასამართლოზე თქვა, რომ მისი მისია სიმართლის თქმაა და ამას გისოსებს მიღმაც არ დათმობს და „ტყუილი მონების რელიგიაა”.
იაშინმა ბოლო სიტყვაში თქვა, რომ ჯობია წლობით თავისუფლების აღკვეთა, ვიდრე “სირცხვილით ჩუმად დაიწვა”
კომენტარები