• რეკლამა
  • კონტაქტი
11:19, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კრასნოდარში ქართველი „კანონიერი ქურდი“ გარდაცვლილი იპოვეს

ალია ავტორი - ალია
10:38 08-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
616

კრასნოდარში 41 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“, ოთარ კუბლაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

გასულ კვირას კუბლაშვილზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა. ის რუს სამართალდამცველებს ნაქირავებ ბინაში ემალებოდა. სწორედ ამ ბინაში იპოვეს მისი ცხედარი. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილია, რომ ოთარ კუბლაშვილი კრასნოდარის მხარეში ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომლის ანგარიშზეც ათეულობით ოჯახის სასტიკი წამება და ყაჩაღობაა.

„ჯერ კიდევ 2008 წელს კრასნოდარის რეგიონში დრამა დაიწყო, რომელიც ხალხს კვლავაც საშინელებად ახსოვს. ოთარ კუბლაშვილის და არმენ ვარდანიანის ბანდამ გაძარცვა ადგილობრივი მოსახლეობის სახლები ერთი წლის განმავლობაში. დამნაშავეები დაზარალებულებს იარაღით ემუქრებოდნენ, აწამებდნენ მათ და დასცინოდნენ. ბანდის მიერ ადგილობრივებისთვის მიყენებულმა ზარალმა ექვსი მილიონ რუბლზე მეტი შეადგინა”, – წერს რუსული მედია.

2011 წელს, კრიმინალური დაჯგუფების ექვსი წევრი გაასამართლეს. დააკავეს დაჯგუფების ლიდერებიც – ოთარ კუბლაშვილი და არმენ ვარდანიანი. მათ 19 და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

ოთარი კუბლაშვილს ციხე 2021 წელს უნდა დაეტოვებინა, მაგრამ მურმანსკის რეგიონის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 2018 წლის 23 ივლისიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა და დაიწყო მასზე ადმინისტრაციული ზედამხედველობა. იგი ავადმყოფობის გამო საცხოვრებელ პატიმრობაში გადაიყვანეს.

პოლიციელები ეწვივნენ მას შემოწმების მიზნით, მაგრამ კუბლაშვილი სახლში არ დახვდათ. სწორედ საზედამხედველო პერიმეტრიდან გაქცევისა და დადგენილი შეზღუდვების თავიდან აცილების გამო, მასზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს პატიმრობაში მყოფი ოთარ კუბლაშვილი 32 წლის ასაკში „კანონიერ ქურდად” „აკურთხეს”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved