ლელა დარბაიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“გოგონა 308-ე ოთახიდან !!!
კოვიდის დადასტურებიდან მე-4 დღეს, მაღალი სიცხე, წნევა, მახრჩობელი ხველება, სურდო, თავის და სხეულის გაუსაძლისი ტკივილი, ყველა ეს სიმპტომი უკან მოვიტოვე და თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ.
ვფიქრობ, “უხილავი მტერი”, დროულად მიხვდა, რომ, მასზე ჯიუტ და გაუტეხელ არსებასთან დაიჭირა საქმე, ამიტომ, უკან დაიხია!
ყველას, ვინც ახლა კოვიდ დადებითი ხარ და ამ სტატუსს კითხულობ, ჩემი 3 რჩევა გაითვალისწინე, იმ 1000000000000000 რჩევიდან, რაც ამ დღეების განმავლობაში მივიღე:
1) ბევრი იარე და არ აყვე ნერვებს….
2) სვი ლიმნიანი წყალი და არ აყვე ნერვებს…
3) არ დაწვე ზურგზე და არ აყვე ნერვებს…
ვუმკურნალოთ ერთმანეთს სიყვარულით
კოვიდს კი არა, სანამ მთელი რუსეთი აჭარაშია, რომ მოვინდომოთ, მოსკოვს ავიღებთ!!!
ასეთი ზღვა ყურადღებისთვის კი, ყველას დიდი მადლობა. სიყვარულით, ჯერ ცოტა მოწყენილი, მაგრამ ფეხზე წამომდგარი-
ლ ე ლ ა”
კომენტარები