• რეკლამა
  • კონტაქტი
03:17, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კოვიდკლინიკებს, რომლებსაც დარღვევებს გამოუვლენენ, კონკრეტულ ვადებში, დასაქმებულებისთვის დანაკლისის ანაზღაურება დაევალება

ალია ავტორი - ალია
13:16 09-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

კოვიდკლინიკებს, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახური დარღვევებს გამოუვლენს, კონკრეტულ ვადებში, დასაქმებულებისთვის დანაკლისის ანაზღაურება დაევალება. ამის შესახებ შრომის ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

ამასთან, ფერაძე ამბობს, რომ დამრღვევ კოვიდკლინიკებს შრომის ინსპექციამ შესაძლოა, გაფრთხილება მისცეს, დააჯარიმოს ან სამუშაო პროცესი შეუჩეროს.

„შრომის ინსპექცია იყენებს ადმინისტრაციულ სახდელებს, რაც არის გაფრთხილება ან დაჯარიმება, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება იყოს სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებაც თუ გაფრთხილების და დაჯარიმების მექანიზმი არ მუშაობს. ეს აბსოლუტური უკიდურესობაა, რომელიც შეიძლება ზოგადად რომელიმე კომპანიის მიმართ შრომის ინსპექციამ გამოიყენოს. რაც შეეხება კონკრეტულად ამ კლინიკებს, მოკვლევა შეიძლება დასრულდეს გაფრთხილებით ან დაჯარიმებით, ასევე მითითებით, რომ კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში ყველა ის დანაკლისი, რომელიც დასაქმებულების მიმართ არსებობდა, ანაზღაურდეს. ჩვენ არ ვახორციელებთ სადამსჯელო ღონისძიებას, გვინდა იმ ბენეფიტებით, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დასაქმებულებს აქვთ, რეალურად ისარგებლონ. შედეგის თვალსაზრისით არაფერი შეიცვლება, დავაჯარიმებთ თუ გავაფრთხილებთ კლინიკას, მას აუცილებლად მივცემთ მითითებას, რომ კონკრეტულ ვადაში დასაქმებულებს დანაკლისი აუნაზღაურონ. ეს არის შედეგი, რომელიც გვინდა მიღწეულ იქნას”,- განაცხადა ფერაძემ.

ამასთან, შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მოკვლევის დასრულების შემდეგ კუთვნილ ანაზღაურებას დაახლოებით, 7500 დასაქმებული მიიღებს.

“ამ ეტაპზე შესწავლილია 7 ათასზე მეტი პერსონალი, თუმცა, გრძელდება დოკუმენტების შესწავლა და შესაძლოა, ეს რაოდენობა გაიზარდოს 8-9 ათასამდე. საბოლოოდ, საკითხი არანაკლებ 7500 ადამიანის შრომით ურთიერთობას შეეხება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ 7500-ვე ინდივიდუალურად ფასდება. გადამოწმება მოხდება ყველა შრომითი ურთიერთობის მაშინ, როცა რეინსპექტირებაზე შევალთ ამა თუ იმ კლინიკაში”,- განაცხადა ფერაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, მოკვლევის შედეგები სავარაუდოდ, ოქტომბერში გამოქვეყნდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved