„ალიას“ უფოლოგი ერეკლე შონია ესაუბრება
– „ალიასთან“ ინტერვიუში ამბობდით, რომ ზამთარში იმდენად დაბალი იქნება იმუნიტეტი, რომ უბრალო სურდოც კი შეიძლებოდა ფატალურად დასრულებულიყო. ფაქტია, რომ მართლაც ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, როგორ გგონიათ, ახდა თქვენი ნათქვამი?
– ახლა, როცა იმ ფაზაში შევდივართ, როცა სიცივე შემოდის, მზის ნაკლებობაა, ნევროტული მომენტი ემატება – ეს უფრო რთული პერიოდია, ცხადია. ჩვენ არაფერი ვქენით პანიკის და შიშის შესაჩერებლად, პირიქით, ყველა ცდილობდა ადამიანების დაშინებას. ნებისმიერი სამხედრო შეტაკებების დროს, უმთავრესია პანიკისგან დაცვა. რადგან საზოგადოება იმართოს ჯანსაღად. თუ ადამიანს ეშინია, ის ბრძოლისუნარიანი ვეღარ ხდება, ვეღარ არის მობილიზებული! ჩვენი სახელმწიფო აყვა მსოფლიო ისტერიას და მთელი სახელმწიფო მოიცვა პანიკამ! მთავრობამ გადაამლაშა შიშის ფაქტორით და ახლა უკვე ჩაირთო, დომინოს ეფექტი, შიში უკვე გადადის ოჯახიდან ოჯახზე, ადამიანიდან ადამიანზე და ა.შ. ამ შიშის ფაქტორით, ოდნავ სიცხის მომატებაც საკმარისია, ან სტატისტიკის მოსმენა, რომლის გამოცხადებაც, არაფერი კარგის მომტანი არ არის და იწყება პანიკა. გეხსომებათ, თავიდანვე იყო საუბარი, რომ ვირუსი შერჩევით დაემართება ადამიანებს და მეტწილად იმ ადამიანებს დაემართება, ვისაც აქვს გონების მაღალი აღგზნებადობა. გამოდის, რომ ადამიანებს რესპირატორული ვირუსი კი არ კლავს, არამედ ფსიქოლოგიური იარაღი. ვინც მოდის ჩემთან შესამოწმებლად და ვსინჯავ, უმეტესობას თავის ტვინის აღგზნება აქვს ძალიან მაღალი, ეს აღგზნება გადაეცემა ხერხემლის ტვინს, იწყება მთელი ხერხემლის ტონუსის მომატება, დაძაბულობა, დააბულობა რომ იმატებს, ორგანიზმში წარმოიქმნება ფუნქციონალური ქაოსი. ექიმები ადგილ-ადგილ, ორგანო-ორგანო იწყებენ მკურნალობას და არ იციან მეტი! სამედიცინო სისტემა პარალიზებულია, მას არ შეულია ათასობით გამოძახებაზე რეაგირება და ის რესპირატორული ვირუსი, რომელსაც 1 პროცენტიც არა აქვს სიკვდილიანობა, ჩვენ ჩავთვალეთ მომაკვდინებელ ვირუსად, ამაზე გადმოვერთეთ და იქით დარჩა ყურადღების გარეშე ყველა სხვა დაავდება! ახლა ვინმე თუ კვდება, ყველაფერს აწერენ კორონას, კორონა არაფერ შუაშია, აქ პრობლემა არის პანიკაში. ყველამ იცოდა გაზაფხულზე, რომ ჩვენ ველოდებოდით არჩევნებს და საზოგადოების სამართავად მთავრობა გამოიყენებდა გარკვეულ ინსტრუმენტს დასაშინებლად. კატასტროფა მოხდა აღდგომის დღეებში, როცა კუბოებზე დაიწყეს საუბარი! ექიმები, რომლებიც უნდა იყვნენ ქვეყნის სამსახურში, ჩადგნენ ვიწრო პარტიულ სამსახურში! ექიმები, როგორც კულტურის მუშაკები, როგორც მეცნიერები, უნდა იყვნენ ზეპარტიულები, გამაერთიანებლები. შენ რომ გავალებს ვიღაცა, რომ დააანონსო მეორე ტალღა, იმიტომ რომ მაგ პერიოდში არის არჩევნები, ამ დროს ექიმებმა უნდა გავიხსენოთ ჰიპოკრატეს ფიცი, ჩვენ სიტყვაზე დამოკიდებულია ადამიანები და ყოველი ჩვენი არასწორად ნათქვამი, დაშინება, დაფრთხობა, იწვევს სიკვდილიანობას ამ ადამიანებში, რომლებსაც აქვს ჩიყვი, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ. საშიშია ჩვენი სიტყვა, ექიმი სიტყვით კურნავს! ეს ისტერია, გამოცხადებებით, დაშინებით, ჯარიმებით, აკრძალვებით, ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ჩვენ ვკლავთ იმედს, მომავალს! ახლა შეიძლება არ არის დრო, მაგრამ მოვა პერიოდი, როცა სამსჯავროზე გავა და განსჯიან, ვინ რა როლი ითამაშა ამდენი ხალხის დაღუპვაში. ერთი რამის იმედი აქვს ხოლმე უნამუსო ადამიანებს, რომ ომი ყველაფერს ჩამოწერს…
– თქვენ თქვით, რომ თქვენთან მოდიან ადამიანები, რომლებიდანაც ზოგმა ჯერ კიდევ 2 წლის წინ გადაიტანა კორონავირუსი. როგორ ახერხებთ მათ დახმარებას?
– მთავარია დიფერენციაციის გაკეთება – სად არის რეალური კოვიდინფექცია. ეს ვირუსი არის იმდენად დიდი ზომის, რომ ფილტვებში ვერ ეტევა, იჭედება და იწყება ფილტვის ანთება. მეორე ნაწილი, საყლაპავიდან თუ ჩადის კუჭში, იქ მას ხვდება აგრესიული გარემო, მჟავა, ნაწლავებში ხვდება ტუტე – ინფექციას შანსი არა აქვს ორგანიზმში გადარჩენის. მთავარია, დიდი დოზით არ იყოს მიღებული და ფილტვებში არ იყოს ცუდი პროცესები დაწყებული. ვინც მოვიდა ჩემთან და გავსინჯე, უმეტესობას 15-23 თვის წინ აქვთ კორონავირუსი უკვე გადატანილი, ის ამბავი, რომ ეს ახალი ვირუსია, ტყუილია! სხვათა შორის, იგი რთული ვირუსია, იმდენად რთულია, რომ ადგომაც კი უჭირს ადამიანს დახმარების გარეშე, თუ ასეთი შემთხვევაა უკვე, იქ აუცილებლად კლასიკური გზით უნდა წავიდეს მკურნალობა. უმეტესწილად ვინც მოდის, ამ ადამიანებს აქვთ გაციება, სეზონური გრიპი, პანიკური შეტევები, მაგრამ, რთული ვირუსია, იმდენად, რომ ადგომა, სამთავრობო სხდომების ჩატარება, ტელევიზორიდან ქადაგება წარმოუდგენელია. დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ, იმ მასკარადს, დასნებოვნებული ადამიანები რომ კონფერენციებს და სამთავრობო სხდომებს ატარებენ – ეს არის დიდი ბლეფი!
დიდი ბლეფია ისიც, რომ ჯანმრთელ ადამიანებს, სასუნთქ ორგანოებში, ტესტების ცხვირში ჩხიკინით აღმოუჩინეს ვირუსი, ამ ვირუსს უჭირს ადამიანის ორგანიზმში შესვლა და ეკრობა მის სველ ნაწილებს, ლორწოს. აი, ამას პოულობენ სრულიად ჯანმრთელ ადამიანებში, რომლებსაც არაფერი სჭირთ, რომელთა იმუნიტეტი უკვე შეჩვეულია და ანტიგენიც აქვთ. ამ ხალხის ჩაკეტვა სასტუმროებში და საავადმყოფოებში ძალიან დიდი ბლეფია და სიგიჟე. ამ პრინციპით, ჩვენ პოტენციური მკვლელები ვართ და არამკვლელი ადამიანებიც ციხეში ჩავსვათ? სტრესში ვაგდებთ ამით ჯანმრთელ ადამიანებს და მთელ მათ ოჯახებს!
– მზა რეცეპტი არსებობს პრევენციისთვის?
-პირველ რიგში დავმშვიდდეთ და გავერკვიოთ რა გვაქვს, თუ არ არის ფილტვები ჩათრეული, მაშინ არაფერი გვაქვს, ნევროზის გარდა და დავწყნარდეთ. მიწასთან ვიურთიერთოთ, მზეზე წამოვწვეთ, დავისვენოთ, მივიღოთ ტრადიციული პროდუქტები, მაგალითად, ძმარი, ღვინო! არ შეგვეშინდეს ერთმანეთისგან ცუდის აღების, ვიურთიერთოთ ადამიანებთან. აი, დააკვირდით, ბოლო ხანს ერთმანეთს ვესალმებით მუშტების მირტყმით – მუშტის დარტყმა არის იმის ინიცირება, რომ შენ ხარ ჩემი მტერი და გაშლილი ხელი კი იმას ნიშნავს, რომ მე უიარაღო ვარ, შენი ძმა ვარ, შენი ახლობელი ვარ… მთელი მსოფლიო გადავიდა ამ სიგიჟეზე და პოლიტიკოსები გამოდიან მუშტებით… რაც შეეხება პირბადეს, ამაზეც უნდა ვთქვა, ადამიანების სასუნთქი სისტემა ისეა მოწყობილი, უნდა ხდებოდეს ვენტილაცია, ბუნებრივია. პირადე როცა გვიკეთია, ამ დროს სველდება სასუნთქი გზები და თუ ვირუსი შევიდა ორგანიზმში, ჩვენ მათ ვახვედრებთ სასათბურე პირობებს და დასნებოვნების ალბათობა არის გაცილებით მეტი! და მეორე, ჟანგბადის და ნახშიროჟანგის დონე იცვლება, ჩვენ ჟანგბადის მიწოდებას ვუმცირებთ თავის ტვინს ხელოვნურად. როცა გვიკეთია პირბადე და ხდება თავის ტვინის აღგზნებადობა. ამას, თავის მხრივ მოჰყვება ნევროზი, ფსიქოზი, სუიციდი, ორგანიზმის არასწორად მართვა. ხელოვნურად ვზრდით ნახშიროჟანგის დოზას და თან ეს ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, რომ ორგანიზმი ვერ ასწრებს ადაპტაციას.
გარდა იმისა, რომ ხალხი უნდა დამშვიდდეს და დაწყნარდეს, გვაქვს კიდევ ტრადიციული, სამკურნალო მეთოდები, მაგალითად, გოგირდის აბანოები, რომლის ორთქლი ფილტვების ინჰალაციისთვის ძალიან კარგია. დასავლეთ საქართველოში იზრდება ევკალიპტები, რომელსაც ასევე ინჰალაციისთვის გამოიყენება, გვაქვს ტრადიციული კომპრესები, თაფლის, თხის ქონის. მაგალითად, თხის ქონის კომპრესი, დაწყებული ყელიდან, კუჭის თავამდე და ზურგზე, ფილტვებზე 2-3 ღამის განმავლობაში ძალიან კარგია და აჯანსაღებს ფილტვებს და იმუნიტეტს. თამბაქოს მოწევაზე ამბობენ, რომ მავნებელია და ვეთანხმები, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვართ ცივილიზაცია, რომელიც კვამლს არის მიჩვეული და იმის გათვალისწინებით, რომ სიგარეტში 27-პროცენტზე მეტი ამინომჟავა, იგი ისეთ გარემოს ქმნის, რომ მსგავსი ვირუსები ვერ იბუდებენ. მინერალური წყლები ჩვენი, აღმდგენი და შემავსებელია. ისეთი მდიდარი ქვეყანა ვართ, შეგვიძლია, არამარტო საკუთარ თავს ვუმკურნალოთ, პოტენციალი გვაქვს, რომ ჩამოვიყვანოთ ხალხი და სხვებსაც ვუმკურნალოთ. მთელი მსოფლიო იყენებს ახლა ისეთ სუფთა ჰაერს, როგორიც არის ბორჯომში, ბაკურიანში, გუდაურში და ჩვენ რა გავაკეთეთ? დავხურეთ ზამთრის კურორტები, დავხურეთ აბანოები! პანდემიის დასაწყესშივე გავაჟღერე, რომ ისტორიულად, როცა ქალაქში იყო დაავადება ვირუსის მსგავსი, ერთი ავადმყოფი მისულა გოგირდის აბანოს კედელთან, დამდგარა, ორთქლი შეუსუნთქავს და გამოკეთდა. მერე მთელი ქალაქი გამოკეთდა ინჰალაციის ამ მეთოდით. ხალხს არ მივეცით დე ვიტამინის მიღების საშუალება, არ ვაძლევთ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის უფლებას და მკურნალობის საშუალებას ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს. უკან სვლით მივდივართ ყველაფერში ამ ბოლოს და ეს ძალით კეთდება, თუ შეუგნებლად, მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ეფექტი არის ძალიან ცუდი ადამიანებისთვის.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები