• რეკლამა
  • კონტაქტი
02:34, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კოვიდისგან ადამიანი ინკურნება, შიმშილით სიკვდილს არაფერი შველის”

ალია ავტორი - ალია
01:29 10-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციები ამ ეტაპზე დროებით შეჩერებულია. ამ დროისთვის აქციის ორი მონაწილე შიმშილობას.

აქციის მონაწილეები მცირე ბიზნესის მფლობელები და დასაქმებულები არიან, რომლებიც პანდემიამ დააზარალა.

როგორც ერთ-ერთმა მოშიმშილემ გიორგი გირგილაძემ  „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. პასუხს ხვალ საღამომდე ელოდებიან და შაბათიდან შიმშილობის პარალელურად პერმანენტულ აქციებს განაახლებენ.

„ვაგრძელებთ შიმშილობას. ველოდებით დაზუსტებულ პასუხებს. ვნახავთ რა შედეგები დაიდება. თუ დამაკმაყოფილებელი პასუხი იქნება, შევწყვეტთ შიმშილობას. თუ არ დაკმაყოფილდა აქციის ყველა მონაწილეს მოთხოვნა, გავაგრძელებთ შიმშილობასაც და აქციებსაც შაბათს.

იქნება კიდევ ერთი გამაფრთხილებელი აქცია. თუ ესეც არ იქნება საკმარისი, გადავალთ პერმანენტულ აქციებზე. უნდა მოგვცენ არსებობის საშუალება, სანამ შევძლებთ მუშაობას.

მე მაგალითად შემიძლია სხვა სამსახური ვიშოვო, მაგრამ რა აზრი აქვს. როგორც კი დამერიცხება ხელფასი, ბანკებს მიაქვთ მთლიანად. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოთხოვნები და ეს მოთხოვნები უნდა შესრულდეს. ლუკმაპურის ფული არ გვაქვს. და ამ დახმარებაზე უარის თქმა, არის დანაშაული. თუ სახელმწიფო არ ასრულებს ჩვენს მოთხოვნებს, მაშინ უნდა მიიღონ მტკივნეული, მაგრამ სამართლიანი გადაწყვეტილება, გახსნას საზღვრები. ჩვენს ოჯახებს შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ. შიმშილი ისევე კლავს, როგორც კოვიდი.

როგორც აღმოჩნდა, კოვიდისგან შესაძლოა ადამიანების განკურნება, შიმშილით სიკვდილს არაფერი შველის. უნდა დაგვეხმარონ, თუ ვერ გვეხმარებიან, მაშინ უნდა მოგვცენ საშუალება ვიმუშაოთ და ვიშოვით ლუკმაპური ოჯახების გადასარჩენად.

ჩვენი მოთხოვნები სამართლიანია.

არ არსებობს ოპოზიციური ძალა, რომელიც იტყოდა, რომ უნდა ჩვენს დახმარებას გეგმავენ და სავალდებულოა. პირიქით, წინასაარჩევნო მოსყიდვად აფასებენ ამას. და მაგენი დაგვეხმარებიან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?

აქ გამოსული ვართ ადამიანები, რომლებიც არც კი ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ გაჭირვებამ გამოგვიყვანა და შევძელით ხალხის გამოყვანა. გამოვედით პოლიტიკოსების გარეშე. ყოველგვარი პოლიტიკური განცხადებების გარეშე.

ერთს ვიტყვი, მე პირადად არჩევნებზე ყველა კანდიდატის გადახაზვას ვაპირებ, რადგან ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანეს.

მეორე მოშიმშილე ახლა წასულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, რამაზ ჯინჭარაძეს ხვდება, მინისტრის მოადგილეს. მეც ვიყავი მისული, მონაცემები ჩაიწერეს. ყველას მონაცემს იწერენ და ველოდებით ხვალ პასუხს. შაბათიდან განვაახლებთ აქციებს“, –  განაცხადა გიორგი გორგილაძემ.

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved