• რეკლამა
  • კონტაქტი
09:34, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კოვიდის მე-9 დღე… აცრილი ხომ იყავიო…” – ანა კოლ-შიმშილაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:15 02-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

ისრაელში მცხოვრები ექიმი, ანა კოლ-შიმშილაშვილი:

“კოვიდი, დღე:

(ყველაზე საინტერესო მე-7 და მე-8 დღეა, კი ნუ გადაახტებით ახლა)

1. ხუთშაბათი, სამსახური, სამი გრაფინი ჩაი ისე დავლიე, ვერ გავიგე რა ხდებიდა, შეხვედრაზე ვიჯექი , ვისხამდი და ვისხამდი… მდივანსაც შემოჰქონდა და შემოჰქონდა, რაღაცნაირად მაციებდა, ოდნავ ყელი მფხაჭნიდა.

ღამის 10 საათზე , ისევ სამსახურში, ზუმში უკრაინასთან, მდივანი ჩავაგზავნე აფთიაქში სწრაფ ტესტზე , გავიკეთე- უარყოფითი!

12 – მდე გავაგრძელე ზუმი…

დავბრუნდი სახლში, ფაქტიურად არ მეძინა..

2. მაციებს, მაკანკალებს, თან ფელამუშს ვაკეთებ, ეს რაღაც აჩემება დამჩემდა, ავად ვხდები- ფელამუშს ვაკეთებ!

მაციებს…

შერს ვთხოვ მიყიდოს სწრაფი ტესტი…

… დადებითი!

3. შაბათი

მაკანკალებს კი არა და მახტუნავებს, საწოლში დასაბმელი ვარ, სხეული თავისით ხტის, ვერ ვაჩერებ. წამომივლის ხტუნვა-კანკალი და ჩერდება…

ოჯახის ექიმი მაგდებს pcr ტესტზე.

Pcr – ტესტი! … ძლივს მივედი მანქანით ტესტამდე, ერთ წუთში გავიკეთე…

დავბრუნდი სახლში, ძალიან ცუდად ვარ…

ჩემს ძმას მოაქვს ექიმის დავალებით წამლები:

ცხვირის წვეთები (არა და ვსუნთქავ, ექიმი- ვერ ისუნთქებ! სურდოს საშრობი- არა და არ მაქვს სურდო, ექიმი- გექნება! სიცხის დამწევი- მჭირდება!!, ყელის ტკივილი , აღარ მაწუხებს ყელი საერთოდ! ექიმი- შეგაწუხებს!!!

თავის ტკივილის – მჭირდება!

4. კვირა

ოჯახის ექიმის ზარი დილაადრიან: გილოცავ, დადებითია!

როგორ ხარ?

ვუყვები როგორც ვარ!

-რთულდები, მძიმდები.

ნუ რა თქმა უნდა მესეჯიც მოდის ჯანდაცვიდან, პოლიციიდან, ალყაში ვარ!

ტელეფინი ჯანდაცვიდან:

გამომკითხეს სიმპტომები, გადამიწყვიტეს ვმძიმდები და მითხრეს მოგზავნიან პაქსლოვიდს- წამალი ახალი კოვიდის.

ნახევარ საათში რეკავენ აფთიაქიდან, აზუსტებენ მისამართს და მალე კურიერს მოაქვს სახლში წამალი.

კიდეც მირეკავენ, კიდევ გადაამოწმეს, ხომ ზუსტად გავიგე როგორ მივიღო და არაფერი შემეშალოს!

ღამე გავატარე ციებ- ცხელებაში.

5 -ორშაბათი.

ვერ ვსაუბრობ, ვიხრჩობი, ვერ ვსუნთქავ, მახველებს , არ მაქვს არანაირი სურდო, თუმცა ყელის ტკივილი დამრწყო ისეთი, ცითომც და ცხელ დანას მიტრიალებენ ყელში, მაღალი სიცხე, რომელიც მივარდება წამლით , მაგრამ ისევ მალე იწევს!!

ციებ- ცხელება.

6 – სამშაბათი , იგივე, ცოტა სიცხე იწყებს დაწევას..

7- ოთხშაბათი, სიცხე აღარ მაქვს, მაგრამ მუხლები მიკანკალებს, ოთახში გადაადგილებაც კი მიჭირს!

საღამოს შევდივარ აბაზანაში, დუშის ქვეშ და ვგრძნობ როგორ “ვიძირები”, სად არ ვიცი, ვიცი ვიძირები…

ვასწრებ ასე სველი გაუმშრალებლად მოვასწრო საწოლამდე და დავეგდო.

მეწყება საოცარი გრძნობა, რაც ცხოვრებაში მანამდე არ მქონია და იმედია არც მექნება:

საწოლის გვერდით სარკეში ვხედავ სახეს სრულად თეთრი ვარ, მაგრამ ეგ არაფერი, ვითომც და დენზე მიმაერთეს: სხეული გადადის ვიბრაციებზე, ხელები მიკანკალებს, მაგრამ დენის დინებას ვგრძნობ ბეჭებიდან, არ ვიცი, ვერც ვხსნი, პირდაპირ ვგრძნობ დენის მუხტი როგორ მიედინება ბეჭებიდან ხელის მტევნამდე და ტელეფონი რომ რეკავს ვიბრაციაზე რომაა დაყენებული და ხელში გიჭურავთ, ხომ იცით რა გრძნობაა, ზუსტად ასე მთელი სხეული.

დაახლოებით ნახევარი საათი.

ოჯახის ჯგუფში (სამედიცინო კონსილოუმი) შევძელი დავწერე და კიდევ ეკასთან … ეკა მირელ

ოჯახმა: სატურაცია და გააღე ფანჯრები…

ნუ მოკლედ: ეს ღამე იყო სასწაული, მთელი ღამე მქონდა გრძნობა, რომ სადღაც ვიძირები, თვალების დახუჭვის მეშინოდა, ვიცი ვიძირები…

და გულის რევა, საოცრად მერევა გული…

თავბრუ მეხვევა, გული მერევა… წნევა 80/40…

8- ხუთშაბათი.

გათენდა… ისევ ისე ვარ, მთლად ისეც არა, როგორც ღამე, მაგრამ ძალიან სუსტად და ეს გულის რევა, თავბრუსხვევა, ჩაძირვის სუსტი შეგრძნება, მძიმე აღარ….

ამეკვიატა აზრი, რომ კიტრის მწნილი მიშველის. .

დავურეკე შვილს ჯარში, ვიცი უნდა მოვიდეს ნაშუადღევს:

კიტრის მწნილი მიყიდე.

დედა, არის სახლში, კიდეც გიყიდი, მაგრამ არის, იქ სადაც მაკარონი, ბრინჯი და…

-სოდაც მიყიდე გაზიანი …

მივლასლასდი სამზარეულომდე , გადმოვიღე მწნილი, დაახლოებით 3 საათია, დავიდგი ქილით საწოლთან და ვჭამ გაუჩერებლად…

გაგიკვირდებათ და მთელი გულისრევა მომიხსნა ..

მთელი ქილა კიტრი ვჭამე!!!

ამასობაში სოდაც მოვიდა…

9- პარასკევი.

უკეთ ვარ, ტესტი – უარყოფითი უკვე, ჯერჯერობით ჩემი ნაწილი გახდა თავბრუსხვევა და ოდნავი გულისრევა…

პ.ს . და მთავარი:

არც ერთი დღე მუშაობა არ შემიწყვიტავს!

ონლაინ, ზუმ, ტელეფონები… მოჩვენებასავით ვიჯექი, ზედ ვახველებდი… მაგრამ ვმუშაობდი.

არ მითხრათ ახლა არ ყოფილხარ ცუდადო!

მე ასე ცუდად არასდროს არ ვყოფილვარ!

მაგრამ ეტყობა ეს უკვე სულ სხვა ავადმყოფობაა, რა სამსახური, რა მათე!!!

120 წლის შემდეგ, მიწიდანაც ვიმუშავებ!!!

პ.ს.ს. და ყველაზე მთავარი:

აცრილი ხომ იყავიო:

ვიყავი, ბუსტერიც .- ვადა გაუვიდა, მე – 4 უნდა გამეკეთებინა იანვრის ბოლოს და ისევ ამ სამსახურის გამო ვერ მოვიცალე და გადავდე ორი კვირით!!!

აიცერით!!!”

როგორ მკურნალობენ ისრაელში კოვიდინფიცირებულებს – ჩვენთვის სენსაციურ რა ამბებს გვიყვება ქართველი ებრაელი?!
თეგები: ანა კოლ-შიმშილაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved