• რეკლამა
  • კონტაქტი
01:30, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კოვიდის ეპოქაში განსაკუთრებით მომრავლდნენ ე.წ. დაბალი სიცხით დატანჯული ადამიანები – ინფექციონისტი საზოგადოებას აფრთხილებს

ალია ავტორი - ალია
18:36 11-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ინფექციური დაავადებების გადატანის შემდეგ (მათ შორის კოვიდის), სხეულის ტემპერატურის ზომიერი მომატება ჩვეულებრივი მოვლენაა და ამან არ უნდა გამოიწვიოს იმ მასშტაბით ღელვა, რაც ჩვენთან შეინიშნება,- – ამის შესახებ ინტექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი უსაფუძვლოდ შფოთავს სხეულის ტემპერატურის გამო. შეიძლება ითქვას, რომ ექიმთან ვიზიტების გაუმართლებლად დიდი რიცხვი სწორედ „სიცხის“ გამო ხდება. თუმცა, „სიცხის“ განმარტება განსხვავდება იმ წარმოდგენებისგან, რაც საზოგადოებაში არსებობს. ზოგადად, 37C ტემპერატურა მიღებულია სხეულის ნორმალური ტემპერატურის საშუალო მაჩვენებლად. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს რობოტივით აუცილებლად ერთნაირი ტემპერატურა უნდა ჰქონდეს და რომ ეს ციფრი აუცილებლად 37-ს ქვემოთ უნდა იყოს. მიღებულია, რომ სიცხედ ითვლება იღლიის ტემპერატურა 37.5-ზე მეტი და პირის ღრუში გაზომილი ტემპერატურა 37.8-38-ზე მეტი. საქართველოში ყველაზე დამკვიდრებული პრაქტიკაა იღლიის ტემპერატურის გაზომვა, თუმცა ბევრ სხვა ქვეყანაში პირის ღრუს ტემპერატურის ზომავენ და შედარებით უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა, ვიდრე იღლიის ტემპერატურა. სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გადატანის შემდეგ (მათ შორის კოვიდის), სხეულის ტემპერატურის ზომიერი მომატება ჩვეულებრივი მოვლენაა და ამან არ უნდა გამოიწვიოს იმ მასშტაბით ღელვა, რაც ჩვენთან შეინიშნება, მითუმეტეს, რომ, კიდევ ვიმეორებ, 37.5-მდე ტემპერატურა შეიძლება პათოლოგიური სულაც არ იყოს.ტემპერატურა შეიძლება მერყეობდეს დღე-ღამის განმავლობაშიც. საღამოს საათებში სრულიად ჩვეულებრივი ამბავია უფრო მაღალი ციფრები, ვიდრე დილით. ასევე მკვეთრად მერყეობს ემოციურ ფონზე და ა.შ.მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების უმრავლესობას არავითარი პათოლოგია არა აქვს, ამის დაჯერება ძალიან უჭირთ და დაჟინებით მოითხოვენ რაიმე დიაგნოზს. პაციენტის მხრიდან ეს ზეწოლა და ასევე ზოგჯერ არაკეთილსინდისიერება შეიძლება იმის საფუძველი გახდეს, რასაც ყოველდღე ვხედავთ – ადამიანები გამოკვლევების შედეგების უზარმაზარი შეკვრით, რომელთა უდიდესი ნაწილი სრულიად ზედმეტი იყო და არასაჭიროდ შეიწირა პაციენტის დრო და ფული.არადა, ასეთ ადამიანებთან ზოგჯერ ძალიან რთულია კომუნიკაცია. მეც, ისევე როგორც რიგითი ქართველი ექიმი, რომელსაც ასევე უჭირს პაციენტის წნეხთან გამკლავება, რაღაც საბაზისო კვლევებს ვუნიშნავ, რომ გარკვეული ზოგადი შთაბეჭდილება შევიქმნა პაციენტის ჯანმრთელობაზე და ეს კვლევები ზედმეტი ალბათ არავისთვის არ არის. ამის შემდეგ კი პაციენტმა უნდა დაიჯეროს, რომ აღარ არის საჭირო რაღაც უსასრულო და გაურკვეველი გამოკვლევების ჩატარება. არადა, დაჟინებით მოითხოვს გარანტიას, რომ „არაფერი ჭირს“. იმის გარანტია, რომ „არაფერი ჭირს“, არავის არასოდეს არა აქვს – არც ნორმალური ტემპერატურის და არც ე.წ. დაბალი სიცხის მქონეს (ანუ 37-37.5). ზოგი პაციენტი უხალისოდ თანხმდება იმაზე, რომ კვლევები აღარ ჭირდება, ზოგიც სხვა, „უფრო ყურადღებიან“ ექიმთან ინაცვლებს, რომელიც აგრძელებს გამოკვლევებს და საბოლოოდ შედეგამდე ვერ მიდის, თუმცა შედეგი, ანუ დიაგნოზი, უმრავლეს შემთხვევაში, ბუნებაში არ არსებობს, იმიტომ რომ პაციენტი რეალურად ჯანმრთელია, უბრალოდ მას ამის დაჯერება უჭირს.ამდენი კვლევის დროს ზოგჯერ რაღაც, სრულიად ტემპერატურასთან კავშირის არმქონე, პათოლოგიაც შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ ამ ლოგიკით ადამიანებმა მუდმივად ხომ არ უნდა იკვლიონ ყველა ორგანოთა სისტემა.მოკლედ, სიტყვა ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ამ კოვიდის ეპოქაში განსაკუთრებით მომრავლდნენ ამ ე.წ. დაბალი სიცხით დატანჯული ადამიანები. პირველ რიგში იმიტომაც, რომ სიცხის ზომვის ასეთი მასშტაბი ალბათ ისტორიას არ ახსოვს. არადა, მათგან ნაწილს შეიძლება პოსტ-კოვიდი აქვს, ნაწილი კი სრულიად ჯანმრთელია და რატომღაც აუცილებლად უნდა, რომ ტემპერატურა 37-ზე ნაკლები ქონდეს. და ეს ადამიანები აშკარად ძალიან იტანჯებიან, თანაც სრულიად უსაფუძვლოდ – წერს მაია ბუწაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved