უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა.
„შემატყობინეს, რომ დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, რომელიც ჩემთან და იანეზ ლენარჩიჩთან ერთად გასულ კვირას ეთიოპიაში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. დაბრუნების შემდეგ კვირას ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. წესების შესაბამისად, თვითიზოლაციაში გადავდივარ და მეორე ტესტის ჩატარებას დაველოდები”, – დაწერა ჟოზეპ ბორელმა Twitter-ზე.
კომენტარები