Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და კახეთში გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა, აჭარა – 130, იმერეთი – 482, ქვემო ქართლი – 133, შიდა ქართლი – 81, გურია – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 284, კახეთი – 500, მცხეთა-მთიანეთი – 46, სამცხე-ჯავახეთი – 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 634 053 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 600 524, გარდაიცვალა 9246 პაციენტი.
კომენტარები