Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 180 შემთხვევა, აჭარა – 638, იმერეთი – 563, ქვემო ქართლი – 173, შიდა ქართლი – 270, გურია – 135, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 219, კახეთი -184, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი – 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -33.“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 973 909 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 919 367, გარდაიცვალა 14 311 პაციენტი.
კომენტარები