Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, იმერეთსა და კახეთში გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 379 შემთხვევა, აჭარა – 171, იმერეთი – 1 028, ქვემო ქართლი – 257, შიდა ქართლი – 298, გურია – 143, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 444, კახეთი – 889, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 96, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 52.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 256 საიდანაც: 4 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 605, აჭარაში – 435, იმერეთში – 1 161.
კომენტარები