Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და აჭარაში გამოვლინდა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 247 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 755 შემთხვევა, აჭარა – 456, იმერეთი – 447, ქვემო ქართლი – 295, შიდა ქართლი – 254, გურია – 121, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 304, კახეთი – 389, მცხეთა-მთიანეთი – 102, სამცხე-ჯავახეთი -86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 38“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 540 449 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 476 555, გარდაიცვალა 7175 პაციენტი.
კომენტარები