Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და შიდა ქართლში გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 623 შემთხვევა, აჭარა – 184, იმერეთი – 822, ქვემო ქართლი – 245, შიდა ქართლი – 428, გურია – 86, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 326, კახეთი – 311, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 826 714 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 768 559, გარდაიცვალა 11 736 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
კომენტარები