Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში გამოვლინდა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 922 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 380 შემთხვევა, აჭარა – 162, იმერეთი – 481, ქვემო ქართლი – 178, შიდა ქართლი – 171, გურია – 81, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 185, კახეთი – 149, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 889 286 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 832 675, გარდაიცვალა 12 731 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
კომენტარები