Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, იმერეთსა და აჭარაში გამოვლინდა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 226 შემთხვევა, აჭარა – 232, იმერეთი – 304, ქვემო ქართლი – 119, შიდა ქართლი – 108, გურია – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 148, კახეთი -134, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი – 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 930 544 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 890 733, გარდაიცვალა 13 707 პაციენტი.
კომენტარები