Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 063 შემთხვევა, აჭარა – 213, იმერეთი – 439, ქვემო ქართლი – 110, შიდა ქართლი – 171, გურია – 142, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 227, კახეთი -148, მცხეთა-მთიანეთი -75, სამცხე-ჯავახეთი – 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 928 030 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 888 022, გარდაიცვალა 13 646 პაციენტი.
კომენტარები