უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე აცხადებს, რომ კოვიდგადატანილ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მუდმივად შეუნარჩუნდება.
მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდ ინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი.
ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად, ე.წ. ჩამკეტი არ იარსებებს. ასევე თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72 საათიანი ვალიდურობის Pჩღ ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი,” – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
კომენტარები