• რეკლამა
  • კონტაქტი
07:10, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კოვიდ გადატანილმა ვაქცინის ერთი დოზა უნდა გაიკეთოს, თუ ორი? – ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
01:27 08-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი:

“ხშირად მეკითხებიან, კოვიდ გადატანილზე ერთი თუ ორი დოზა ვაქცინის?

ამერიკული გაიდლაინების მიხედვით ნებისმიერი, ვიმეორებ ნებისმიერი პირი ვაქცინირებულად ითვლება Pfizer-ის და Moderna-ს გამოყენების შემთხვევაში ორივე დოზიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ და J&J-ს გამოყენების შემთხვევაში ერთი დოზიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ. სხვა შემთხვევაში ვაქცინირების დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ მიიღებ. ეგრეთ წოდებული QR კოდიც სწორედ ორივე დოზით ვაქცინირებიდან მე-15 დღეს ხდება ხელმისაწვდომი.
ევროპული ქვეყნების პრაქტიკა ამ მხრივ განსხვავებულია.
თვალსაჩინოებისთვის გაგიზიარებთ ჩემს პირად მაგალითს.
როგორც ქვემოთ ატვირთული ფოტოებიდან შეგიძლიათ ნახოთ 23 ივნისს ჩატარებული ტესტის თანახმად, ჯერ კიდევ აღმენიშნებოდა კოვიდ სპეციფიური IgG და IgM ანტისხეულები. მათ შორის IgG-ს ტიტრი ჩანს რომ საკმაოდ მაღალია (დადებითობის ზღვარი ამ ერთეულებში <9). პირველი დოზით ავიცერი 30 ივნისს და მეორე დოზით 21 ივლისს. ვაქცინაციის პასპორტი ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდა მეორე დოზიდან მე-15 დღეს.
როგორც ხედავთ ესაა სულ რამდენიმე დღის წინანდელი ამბავი. ამ წესებით აიცრა უკვე ორი ასეული მილიონი ადამიანი ამერიკაში.
ვინც ინგლისური იცის, ქვემოთ დავურთე ამონარიდი პროფესიონალური ამერიკული პლატფორმა UpTodate-დან კოვიდგადატანილების ვაქცინაციის წესების თაობაზე.
როგორც ამ წესებიდან ჩანს, კოვიდ-გადატანილს შეუძლია აიცრას დაავადების მწვავე ფაზის ჩამთავრების და იზოლაციის ვადის გასვლისთანავე. იგივე ეხებათ ვაქცინის პირველი დოზის შემდგომ დაინფიცირებულებსაც. ისინიც იცრებიან დაავადების მწვავე ფაზის ჩამთავრების და იზოლაციის ვადის გასვლისთანავე. ჯამში ეს პერიოდი ზოგჯერ ერთ თვეზე ნაკლებ დროსაც მოიცავს. იზოლაცია ამერიკული წესებით მთავრდება პირველი სიმპტომების ან პოზიტიური ტესტიდან 10 დღის გასვლის შემდგომ, ბოლო 72 საათი უნდა იყოს უსიცხო.”

თეგები: ნანა გეგეჭკორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved