კორონავირუსზე ასაცრელთა ასაკობრივი ჯგუფი გაფართოვდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დღეს ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვიმსჯელეთ იმ კალენდართან დაკავშირებით, რომელითაც ვაქცინაციის პროცესში ვხელმძღვანელობთ, საბჭომ მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის ჯგუფს ჩვენ დავამატებთ ჩვენს მოქალაქეებს 55 წლის ზემოთ, – განაცხადა ტიკარაძემ.
„ჩვენ რამდენად დიდია ინტერესი და აქტივობა ჩვენ მოქალაქეებს დავაკვირდით, როგორი იყო აქტივობა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა 55-დან 65-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
კომენტარები