ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ყოველდღიური ბრიფინგი დროის ტყუილი ხარჯვაა.
„მედიის წარმომადგენლები მტრულ კითხვებს სვამენ, შემდეგ კი სიმართლისა და ფაქტების გაშუქებაზე უარს აცხადებენ. ბრიფინგებს რეკორდული რეიტინგები აქვს, ამერიკელები კი მხოლოდ ცრუ ინფორმაციას იღებენ. ამაზე დროის ხარჯვა არ ღირს!“ – წერს ტრამპი.
კომენტარები