კორონავირუსით თბილისის მეტროს მემანქანე გარდაიცვალა. ინფორმაციას თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013″ ავრცელებს.
სატრანსპორტო კომპანიაში მემანქანის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მემანქანეთა ცვლის უფროსს კორონავირუსი 20 ნოემბერს დაუდასტურდა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 39 პაციენტი.
კომენტარები