ინფიცირების 20 454 აქტიური შემთხვევიდან, 1003 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სუნთქვის აპარატზე 376 პირი იმყოფება.
კომენტარები