• რეკლამა
  • კონტაქტი
13:18, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს აწამებენ, ან კლავენ – რა ხდება კოლუმბიაში?

ალია ავტორი - ალია
17:45 07-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია HUMAN RIGHTS WATCH-ის ინფორმაციით, კოლუმბიაში ნარკო კარტელები და შეიარაღებული ჯგუფები თვითნებურად აწესებენ კორონავირუსულ საკარანტინოს რეჟიმებსა და წესებს, ხოლო მათ ვინც ამ შეზღუდვებს არ ემორჩილებიან, სასტიკად აწამებენ ან კლავენ. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს GUARDIAN-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, საერთო ჯამში 8 სამოქალაქო პირი იქნა მოკლული შეიარაღებული ჯგუფების მიერ კარტელის მიერ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო. ადგილობრივთა თქმით, ბანდების ხელმძღვანელობა მოქალაქეებს აღნიშნულ შეზღუდვებს ძირითადად ისეთ ზონებში უწესებს, სადაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მიმდინარეობს და ცენტრალური სამართალდამცავი უწყებების ძალაუფლება სრულად არ ვრცელდება.

წყნარი ოკეანის საპორტო ქალაქ ტუმაკოში, რომელშიც 230 000-მდე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, კორონავირუსული პანდემიის განმავლობაში შეიარაღებული ბანდების მიერ დაწესებული კანონები დღესაც აქტიურად მოქმედებს, რომლის თანახმად მაცხოვრებლებს ეკრძალებათ თევზაობა და ამ საქმიანობით ფულის გამომუშავება. შუა დღის 5 საათზე ცხადდება კომენდანტის საათი, რომლის პირობები იმაზე მკაცრია, ვიდრე ამას აღმასრულებელი ხელისუფლება ადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბანდები არ აძლევენ უფლებას მოქალაქეებს, დატოვონ საკუთარი სახლები, მაშინაც კი როდესაც ისინი ავად არიან. ორ პროვინციაში, კაუკასა და გუავიარეში, შეიარაღებულმა ჯგუფებმა იმ ადამიანების მოტოციკლები დაწვეს, რომლებიც შეზღუდვებს არ დაემორჩილნენ.

ზემოხსენებულმა შეიარაღებულმა ბანდებმა გააუქმეს აგრეთვე სატრანსპორტო ხაზები სოფლებს შორის, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს კოვიდ 19-ის საეჭვო სიმპტომები უფიქსირდებათ, მოძალადე პირები მათ ეუბნებიან, რომ უნდა დატოვონ რეგიონი, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი მათ უბრალოდ დახოცავენ- ამის შესახებ GUARDIAN-ს პუტუმაიოს პროვინციის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა განუცხადა „- ხალხი იძულებული ვართ, რომ ბანდებს დავემორჩილოთ, რადგან აქ მათზე ზემდგომი პირი, ხელისუფლების სახით არ არსებობს“.

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved