ბოლო 24 საათში დადასტურებული ორი ინფიცირებულიდან ერთია თეთრიწყაროს დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, მეორე – საკარანტინე სივრციდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„დღეისთვის კოვიდცენტრებში 216 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 267-ით აჭარბებს ამჟამად მკურნალობის პროცესში მყოფი პაციენტების რაოდენობას. თუ ეს თანდათან გაიზრდება, არაჩვეულებრივი იქნება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 723 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 495 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პირი.
კარანტინის რეჟიმში 3614 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 316.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები