კორონავირუსით გარდაცვლილ ეპისკოპოს ლაზარეს დღეს კრძალავენ. მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მეუფეებთან ერთად მრევლიც არის შეკრებილი. ჩატარდა სულის მოსახსენიებელი საღმრთო ლიტურგია.
წმინდა სინოდის წევრი და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) 20 ნოემბერს გარდაიცვალა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ეპისკოპოსს სხვა თანმხლებ დაავადებასთან ერთად კორონავირუსი ჰქონდა.
კომენტარები