• რეკლამა
  • კონტაქტი
03:35, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორონავირუსით გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ექთანმა ოჯახს ვიდეო გაუგზავნა

ალია ავტორი - ალია
12:24 11-14-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

CNN-ი მექისკელი მედდის სულისშემძვრელ ისტორიას აქვეყნებს – მექსიკელი მედდა 28 წლის ასაკში Covid-19-ით გარდაიცვალა. ორი თვის წინ, კი ამავე ვირუსით მისი 30 წლის და დაიღუპა.

“მექსიკელი მედდის ოჯახში კორონავირუსი დედამ და ტყუპმა დებმა გადაიტანეს. მამაც ინფიცირებულია, ის სახლში, ჟანგბადის ბალიშებზეა დამოკიდებული.  მძიმე ვირუსს მისი ოჯახიდან მხოლოდ ცოლი და შვილი გადაურჩნენ…

როგორც გამოცემასთან, გარდაცვლილი მედდის ნათესავი ამბობს, სერხიო ჰერნანდესს ძალიან უყვარდა სამუშაო, ის პანდემიასთან ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე იყო, უყვარდა ხალხის დახმარება.

როცა თავი ცუდად იგრძნო, კლინიკაში გამოკვლევებზე მივიდა, აღმოჩნდა, რომ ფილტვებს ფუნქცია თითქმის სულ დაეკარგა… მან სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, გამოსამშვიდობებელი ვიდეო ოჯახისთვის ჩაწერა, თუმცა, ჰქონდა გადარჩენის იმედი…

“მე გამოვჯანმრთელდები, ღმერთს ასე სურს და ჩვენ წინ წავალ”, – თქვა მან ვიდეოში. “რაც არ უნდა მოხდეს, შენ ყოველთვის ეძებ ჩემთვის საუკეთესოს, ყოველთვის მიყვარხარ და შენ ჩემს გულში ხარ.” – ასე მიმართა ოჯახს უკანასკნელად…

ფრონტის წინა ხაზის თანამშრომელი 6 ნოემბერს, მექსიკაში, კუაუტემოკში, საავადმყოფოში ინტუიტირებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. ჰერნანდესის გარდაცვალების ფაქტი კიდევ ერთი ღრმა ჭრილობაა, რომელიც ვირუსმა მთელი ოჯახის გულში დატოვა. ჰერნანდესის და, დოლორეს პედილა ჰერნანდესი გარდაიცვალა Covid-19-ით 8 აგვისტოს, 30 წლის ასაკში, – განუცხადა მათმა ბიძაშვილმა ადალბერტო ჰერნანდესმა CNN-ს.

ამ წელს ვირუსით თითქმის მთელი ოჯახი დაავადდა, თქვა მან. დედა ცოტა ხნის წინ, საავადმყოფოში მოათავსეს და მამა სახლში ჟანგბადზე იმყოფება. ჯერჯერობით, პედილა ჰერნანდესის მეუღლე და მათი 5 წლის ვაჟი ჯანმრთელად არიან. ახლა, მათ ქმრისა და მამის გარეშე ცხოვრება მოუწევთ.

მისი ბიძაშვილი ამბობს, რომ მას სამსახური უყვარდა, რადგან ხალხს ეხმარებოდა. მიუხედავად ამისა, ის თვეების განმავლობაში სახლში იყო, რადგან დედამისსა და ტყუპ დებს, ვირუსით ინფიცირებულებს, სჭირდებოდათ. მათ გამო მუშაობა არ შეეძლო, ამიტომ ოჯახზე ზრუნავდა. როდესაც იგი სექტემბრის შუა რიცხვებში საავადმყოფოში სამუშაოს დაუბრუნდა, თავის სამსახურში, კლინიკაში გადაიყვანა დედა და დები სამკურნალოდ.

“ის ისევ სამუშაოს დაუბრუნდა და ფრონტის წინა ხაზებზე აგრძელებდა მუშაობას იმ საავადმყოფოში, სადაც მისი დედა და დები იმყოფებოდნენ, მან თავად ვირუსი გააკონტროლა”, – თქვა ადალბერტო ჰერნანდესმა.

მისი ოჯახი ამბობს, რომ 22 ოქტომბერს პედილა ჰერნანდესმა დადებითი შედეგი მიიღო Covid-19-ის ტესტზე. გამოჯანმრთელებამდე სახლში რჩებოდა, მაგრამ 5 ნოემბერს სუნთქვა უკიდურესად გაუჭირდა. იცოდა, რომ ჟანგბადი სჭირდებოდა, ამიტომ საავადმყოფოში მივიდა. კვლევებმა აჩვენა, რომ დაკარგა ფილტვის ფუნქციის 90 პროცენტი. იმ ღამით, პედილა ჰერნანდესმა გადაიღო საკუთარი გულისამაჩუყებელი ვიდეო, რომელიც ოჯახისთვის უნდა გაეგზავნა.

”ახლა, როდესაც მას კვლავ ვუყურებთ, ეს თითქმის დამშვიდობება იყო”, – თქვა ადალბერტო ჰერნანდესმა.” – წერს გამოცემა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved