რუსეთში, მოსკოვის გარეუბანში, კომუნარკის დასახლებაში არსებული საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
კომუნარკში კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ და იქ მოსკოვში მცხოვრები პაციენტების ყველაზე დიდი რაოდენობაა გამწესებული.
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების რაოდენობა 500-ით გაიზარდა. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 2 337-ს მიაღწია.
ცნობისთვის 24 მარტს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმყოფებოდა ამ საავადმყოფოში, სადაც შეხვდა პროცენკოს.
კომენტარები