კორონავირუსის გამო 14 მარტიდან ჩეხეთი თავის ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შენგენისა და ხანგრძლივი ვიზების გაცემას შეაჩერებს.
როგორც მთავრობაში განმარტავენ, ეს ზომა შეეხება არეთვე ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრებსაც.
ვიზების გაცემას საგანგებო მდგომარეობის გამო აჩერებენ, რომელიც ქვეყანაში 12 მარტს გამოცხადდა. ჩეხეთში 13 ქვეყნის მოქალაქეებს შესვლა აეკრძალათ. რესტორნები და ბარები 20:00 საათამდე იმუშავებენ, ბევრი სხვა ობიექტი კი, მათ შორის სავარჯიშო დარბაზები და საცურაო აუზები, დახურულია.
კომენტარები