• რეკლამა
  • კონტაქტი
07:13, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კორონავირუსის ახალი შტამი და ვაქცინა” – რა არის გადარჩენის ერთადერთი გზაა? – ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
19:53 11-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი:

“ვერ ვპასუხობ ამდენ წერილს კორონავირუსის ახალ შტამზე.
ჯერ არავინ იცის ნიუანსები და შესაბამისად, კვლევებით გამყარებულ პასუხებს ვერავინ გაგცემთ.
გადარჩენის გზა ამ სიტუაციაში არის, ბოლო-ბოლო დაჯერება, რომ კოვიდი ნამდვილად არსებობს, ის სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეა, ყველამ გონებას მოუხმოს და შეამციროს ინფიცირების რისკი. მითუმეტეს, როცა ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენს ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არავინაა.
იქნებ დაიჯეროთ, რომ სწორად მორგებული ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის წესების დაცვა ნამდვილად ამცირებს ინფიცირებას. ეს არაა ცარიელი რწმენა. ამ ინფორმაციის უკან დგას უამრავი კვლევა და ძალიან ცხადი შედეგები.


ვაქცინაცია არის უალტერნატივო პრევენცია კოვიდით სიკვდილის. დიახ, ვაქცინაციას აქვს გვერდითი ეფექტები და რისკები, მაგრამ ეს რისკები უმნიშვნელოა კოვიდით ავადობის რისკებთან შედარებით და სწორად დაგეგმილი პროცესისას ყველა გართულება მართვადია.


არის ახალი წამლები კოვიდის მართვის რაციონში. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ჯადოსნური წამალი არ და ვერ იარსებებს. კოვიდის მკურნალობის შედეგები დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და იზოლირებულად ვერც ერთი პრეპარატი წარმატებული ვერ იქნება.


და ბოლოს…


გადარჩენის ერთადერთი გზაა; ვაქცინა+პირბადე+სოციალური დისტანცია+ჰიგიენა+ძლიერი ჯანდაცვა+მეცნიერებაზე დამყარებული რეგულაციები.

ამ ფორმულის ბოლო ორი მდგენელი საქართველოში ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა. შესაბამისად პირველ ხუთზე მაინც კონცენტრირდით და გააკეთეთ შესაძლებლობების მაქსიმუმი.


ექიმი ჯადოქარი არაა. ექიმს შეუძლია იყოს მხოლოდ დამატებითი ფაქტორი კოვიდის მართვაში. ძირითადი ფაქტორი ხართ თქვენ და საკუთარ თავს მოსთხოვეთ მაქსიმუმი პირველ რიგში და მხოლოდ ამის მერე შეეძლება ექიმს თავისი წვლილი შეიტანოს თქვენი სიცოცხლის გადარჩენაში…”

თეგები: ნანა გეგეჭკორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved