• რეკლამა
  • კონტაქტი
16:10, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 201, იმერეთში – 101, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 42

ალია ავტორი - ალია
11:36 02-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 201, იმერეთში – 101, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 42, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 187 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 535 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 757 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.97%.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 535 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 265 200-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.97%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.2%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.75%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 757 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 257 441-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 343 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 535 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 201 შემთხვევა, აჭარა – 28, იმერეთი – 101, ქვემო ქართლი – 36, შიდა ქართლი – 40, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 42, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 390, საიდანაც: 2 004 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 891, აჭარაში – 165, იმერეთში – 456. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 429 პირი, მათ შორის, თბილისში – 170, აჭარაში – 41, იმერეთში – 125. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 110 პირი, მათგან თბილისში – 73, აჭარაში- 6, იმერეთში – 13. 277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 124 – თბილისში, 139 – აჭარაში, 14 – იმერეთში. 2 109 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 226 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 108, ხოლო აჭარაში – 52.

სულ 6 ოქტომბრიდან – 12 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 776 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 782 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 421 პირი, აჭარაში – 665, იმერეთში – 1 330“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved