• რეკლამა
  • კონტაქტი
10:28, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 209 თბილისში, 113 იმერეთში, 63 კი შიდა ქართლში დაფიქსირდა

ალია ავტორი - ალია
11:02 02-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 209 თბილისში, 113 იმერეთში, 63 კი შიდა ქართლში დაფიქსირდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 11 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 890 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 380 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 510 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 557 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 264 158-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.23%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 256 024-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 321 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 557 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 209 შემთხვევა, აჭარა – 21, იმერეთი – 113, ქვემო ქართლი – 43, შიდა ქართლი – 63, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი -24, კახეთი – 33, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 787, საიდანაც: 2 083 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 960, აჭარაში – 160, იმერეთში – 448. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 456 პირი, მათ შორის, თბილისში – 188, აჭარაში – 47, იმერეთში – 119. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 129 პირი, მათგან თბილისში – 91, აჭარაში- 7, იმერეთში – 17. 290 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 151 – თბილისში, 128 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 414 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 219, ხოლო აჭარაში – 100.

სულ 6 ოქტომბრიდან – 10 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 713 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 886 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 456 პირი, აჭარაში – 684, იმერეთში – 1 380”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved