• რეკლამა
  • კონტაქტი
11:40, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 2 157 თბილისში გამოვლინდა, 417 – აჭარაში, 537 – იმერეთში

ალია ავტორი - ალია
11:17 11-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 108 690-ს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთარაოდენობა გაიზარდა 89 170-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსითგარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 012 გარდაცვალების შემთხვევა“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისივე ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 2 157 შემთხვევა, აჭარა – 417, იმერეთი – 537, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 137, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 159, კახეთი – 140, მცხეთა-მთიანეთი – 89, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 482. მათ შორის, 6 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 762, აჭარაში – 1 048, იმერეთში – 1 226. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 881 პირი, მათ შორის, თბილისში – 406, აჭარაში – 147, იმერეთში – 201. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 60, იმერეთში – 41.

3 736 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 120 – თბილისში, 1 988 – აჭარაში, 316 – იმერეთში. 8 525 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 137 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 480, აჭარაში -1 062, ხოლო იმერეთში – 26.

სულ 6 ოქტომბრიდან – 22 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 17 419 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 167 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 563 პირი, აჭარაში – 14 449, იმერეთში – 5 280“, –  განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved