• რეკლამა
  • კონტაქტი
03:38, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი გაძლიერდა, რაც ვითარებას ართულებს“ – ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელი

ალია ავტორი - ალია
17:28 01-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

„კორონავირუსის ახალი ტიპის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი გაძლიერდა, რაც შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს“, – ამის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე მა სიაოვეიმ განაცხადა.

ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელის თქმით, ახალი ვირუსის შესახებ ხელისუფლებას შეზღუდული ცოდნა აქვს და ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა რისკს წარმოადგენს ვირუსის მუტაცია.

ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი შესაძლოა, ერთიდან 14 დღემდე მერყეობდეს. ამასთან, ვირუსი გადამდებია ინკუბაციის პერიოდშიც.

ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო გამკაცრდება ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ მიმართული ზომები, რაც გულისხმობს მასშტაბური ღონისძიებების გაუქმებასა და ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას.

ამ დრომდე ზუსტად უცნობია, თუ რა არის ვირუსის გავრცელების წყარო. ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ქალაქ უხანის ზღვის პროდუქტების არალეგალური ბაზრიდან გავრცელდა.

დღეს ჩინეთმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღაზიებში, ბაზრებში, რესტორნებსა და ელექტრონულ პლატფორმებზე ველური ცხოველების გაყიდვა და ტრანსპორტირება აკრძალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved