• რეკლამა
  • კონტაქტი
22:43, ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორონავირუსი რუსეთში – პუტინი დამცავი კომბინიზონით

ალია ავტორი - ალია
21:21 03-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამშაბათს მოსკოვის მახლობლად სოფელ კომუნარკაში მდებარე საავადმყოფოს სტუმრობდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მკურნალობენ. მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ აცმევენ ექიმები ქვეყნის პირველ პირს ყვითელი ფერის დამცავ კოსტუმს.

შესაბამისი კადრები „ტელეგრამის არხმა „პული #3″ გაავრცელა. ჩანაწერში ასევე ისმის პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის ხმაც, რომელიც საავადმყოფოს ერთ-ერთ თანამშრომელს თავის სმარტფონს აძლევს და სთხოვს პრეზიდენტის ჩაცმის პროცესის გადაიღოს, ჩანაწერი მას გაუგზავნოს და შემდეგ სმარტფონი გაანადგუროს.

„ტელეგრამით” გამომიგზავნეთ. იქ მხოლოდ ერთი კონტაქტია – „დიმა”. ტელეფონი კი თქვენთან დაიტოვეთ და შემდეგ გაანადგურეთ” – აძლევს პესკოვი ინსტრუქციას ერთ-ერთ ექიმს.

მოგვიანებით მან ჟურნალისტებთან საუბრისას ასეთი უცნაური ინსტრუქცია იმით ახსნა, რომ დრო არ ჰქონდა ტელეფონის დეზინფექციას დალოდებოდა და პრეზიდენტის რისკის ქვეშ დაყენება კი დაუშვებელი იყო.

24 მარტის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 495 შემთხვევაა დაფიქსირებული. თუმცა, თავად რუსული მედიასაშუელებების ნაწილის ცნობით, ხელისუფლება რეალურ მონაცემებს მალავს და ეპიდემიის მასშტაბები გაცილებით დიდია.

ამასთან, მოსკოვში 65 წელს გადაცილებული და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები იძულებით თვითიზოლაციაში იმყოფებიან. თუმცა, როგორც ჩანს, ეს აკრძალვა არც ისე ეფექტური გამოდგა – 25 მარტს სახელმწიფო დუმა რიგგარეში სხდომის გამართვაა დაგეგმილი, სადაც სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება განიხილება. პროექტის თანახმად, თვითიზოლაციის პირობების დარღვევისა და კარანტინისგან თავის არიდებისათვის 7 წლამდე პატიმრობის შემოღება იგეგმება.

„რეზონანსი“

თეგები: პუტინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved