• რეკლამა
  • კონტაქტი
11:33, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორონავირუსი ქათმის ფრთებში – როგორ დავამუშაოთ ხორცი, რომ არ დავინფიცირდეთ

ალია ავტორი - ალია
17:59 08-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

შესაძლებელია თუ არა, რომ საქონლის ან ფრინველის ხორცი კორონავირუსით იყოს ინფიცირებული? ზოგადად, რამდენად საშიშია ჯანმრთელობისათვის ასეთი კვების პროდუქტები და ზოგადად, როგორ უნდა დავამუშავოთ ხორცი, რათა მინიმუმამდე შევამციროთ კორონავირუსის გადადების რისკები? – ეს კითხვები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ ხუთშაბათს ოფიციალურად დაადასტურა ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის ფრთებში კორონავირუსის არსებობა.

როგორც ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ჩვენთან საუბრისას ამბობს, დაინფიცირებული ხორცი საშიშია, მაგრამ ერთეული შემთხვევები ჯერჯერობით არაფერს ნიშნავს.

„ზოგადად, ჩვენ ვიცით, რომ კონტაქტური გზებით კორონავირუსი გადადის. ანუ ნებისმიერ ცოცხალ თუ არა ცოცხალ ნივთზე შეიძლება რაღაც პერიოდის განმავლობაში ინფექციამ გაძლოს. ამიტომ, თუ ჩვენ შევეხებით დაინფიცირებულ ხორცს ან ზედაპირს და შემდეგ ის ხელი მოხვდება ჩვენს პირის ღრუში, ლორწოვანზე ან თვალის გარსში, შეიძლება დავინფიცირდეთ. რა თქმა უნდა, ამის თეორიული შანსი არსებობს.

„ხორცის დაინფიცირების ერთეული შემთხვევები ჯერ არაფერს ნიშნავს, მაგრამ დაცვის მექანიზმი აუცილებელია. ჩვენ ნებისმიერ საგანთან თუ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ აუცილებელია ხელები დავიმუშავოთ კარგად და ისინი დამუშავებამდე არ მოვიკიდოთ სახეზე ან ცხვირის და პირის არეში, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, დაინფიცირების შანსი არსებობს”, – ამბობს გოგინავა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა დავამუშაოვოთ პროდუქტები, რომ მინიმუმამდე შევამციროთ დაინფიცირების რისკები. გოგინავას თქმით, უმჯობესია, თუ ხორცთან მუშაობისას ხელთათმანებს გამოვიყენებთ და თერმულად კარგად დავამუშავებთ.

„ზოგადად, არა მარტო კორონავირუსზე, უმჯობესია, რომ საკვები პროდუქტები, განსაკუთრებით ხორცი შიშველი ხელებით არ დამუშავდეს. ხელთათმანების ჩაცმა აუცილებელია და სანამ საკვებად მივიღებთ პროდუქტს, მანამდე თერმულადაც იყოს დამუშავებული. იმიტომ, რომ თერმულ დამუშავებას ძალიან ბევრი მიკრობი ძალიან ადვილად ემორჩილება, მათ შორის კორონავირუსიც.

„ამიტომაცა, თუ ჩვენ ზოგად წესებს დავიცავთ პროდუქტთან მიმართებაში, ამით კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირების პრევენციას მოვახდენთ, მაშინაც კი, რომც იყოს თეორიული შანსი, რომ რამე დაგვემართოს”, – ამბობს ექიმ-ინფქციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან”.

სხვადასხვა დროს არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია კორონავირუსით დაინფიცირებულ საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით. უმთავრდესად ინფეცია ხორცში გვხვდება. ბოლოს ასეთი შემთხვევა 13 აგვისტოს დაფიქსირდა. „როიტერსის” ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ შენჯენში იმპრტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსის არსებობა დადასტურდა.

დაავადების კონტროლის ადგილობრივმა ცენტრმა ქათმის ფრთიდან ნიმუში სკრინინგის სტანდარტული პროცედურის ფარგლებში აიღო. ჩინეთი იმპორტირებულ ხორცისა და ზღვის პროდუქტებზე სკრინინგს მას შემდეგ ახორციელებს, რაც ივნისში პეკინში ვირუსი ბაზრობიდან გავრცელდა. გარდა ამისა, ამ მიზეზით, ჩინეთმა იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებზე პორტებში ივნისიდან სკრინინგის პროცედურა გაამკაცრა.

ქალაქის ჯანდაცვის ხელისუფლებამ ყველა ის პირი გამოიკვლია, რომელსაც, შესაძლოა ქათმის ფრთების აღნიშნულ პარტიასთან რამე კონტაქტი ჰქონოდა. თუმცა, ჯერჯერობით, კორონავირუსი არავის დადასტურებია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved