მე ნინო ქავთარაძე ვარ და ვირუსი დამიდგინდა – გვიყვება ვიდეომიმართვაში ამერიკიდან ქართველი ექიმი.
როგორც ამბობს, ტესტირება შემთხვევით ჩაიტარა, პაციენტი, რომელიც უნდა მისულიყო ანალიზის ასაღებად – არ მივიდა და მან და მისმა კოლეგამ გადაწყვიტეს, თავისი თავისთვის ჩაეტარებინათ ტესტები.
ტესტის პასუხი დადებითი მოვიდა.
როგორც თავად ჰყვება, სიმპტომები არა აქვს, რამდენიმე დღის წინ თავი სტკიოდა და ერთი-ორჯერ მსუბუქად წამოახველა. თავს კარგად გრძნობს და ცდილობს მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გაიხსენოს და გააფრთხილოს.
ფიქრობს რომ იცის, ვისგან გადაედო ვირუსი, ეჭვი აქვს რომ ეს იყო პაციენტი, რომელსაც მართალია ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოაჩნდა, მაგრამ თუ ვირუსით ახალდაინფიცირებული იყო, შეიძლება არც გამოჩენილიყო ანალიზში

კომენტარები